განათლება რა ცვლილებები ელით IV, VI, IX კლასელებს?რას ნიშნავს დიაგნოსტიკური გამოცდა? რა მოხდება თუ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ? რა რეგულაციებია გაცდენებზე?... 2019, 27 თებერვალი, 20:58 გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ, შესაბამისი კომენტარები გააკეთა სკოლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე, გაცდენების საკითხზე და დაწყებით და საბაზიო კლასებში გამოცდების შესახებ.
გთავაზობთ მის კომენტარს სკოლაში ახალი რეგულაციების შესახებ:
„თუ ბავშვი არ ივლის სკოლაში, მაშინ დირექტორმა და მასწავლებელმა არ უნდა დაწეროს ნიშანი, ეს მექანიზმები უნდა ამოქმედდეს, ასევე უნდა შემოწმდეს რამდენად ამოწმებს სკოლა და დირექტორი იმას, რომ ბავშვები დადიან სკოლაში, ასევე არის გარკვეული რეგულაციები, რომელიც ბავშვებს აძლევდა საშუალებას მაგალითად, საგაკვეთილო საათების 30% გაეცდინათ, ეს ფაქტობრივად მესამედია სასწავლო წლის, ამიტომ, ასეთი რეგულაციები უნდა გადაიხედოს იმისთვის, რომ ბავშვები ნელ-ნელა დავაბრუნოთ სკოლაში, მასწავლებელმა და დირექტორმა უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა, იმისათვის რომ სკოლას მიეცეს მეტი როლი“
გამოსაშვები გამოცდების ნაკლოვანებებსა და ახალი საბაზისო გამოცდების შესახებ:
„გამოსაშვები გამოცდები განათლების ხარისხს არ ამაღლებდა, ასე რომ, მათი მოხსნა განათლების ხარისხზე არ იმოქმედებს. მნიშვნელოვანია კომპლექსურად დაიგეგმოს განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ შეფასების ტიპი და ფორმა შევცვალოთ, აქამდე ჩვენ გვქონდა ე.წ. მაღალი რისკის შეფასებები. მაღალი რისკი ნიშნავს იმას, რომ ამ შეფასების შედეგად ბავშვს შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგი დაუდგეს. ასეთი შეფასებების ნაცვლად, სადაც ბავშვები იჭრებიან და შემდეგ ვეღარ აგრძელებენ უმაღლეს განათლებას, ჩვენ დავგეგმავთ შეფასებებს უფრო დაბალ საფეხურებზე, ვთქვათ დაწყებითი საფეხურის ბოლოს, იმისათვის, რომ დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებსაც, თვითონ ბავშვებსაც და სკოლებსაც, სად არიან, რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება განვითარდეს. როცა 12 წლის ბოლოს ვაკეთებთ ამ გამოცდებს, ბავშვი იჭრება და აღარაფერი აღარ შეუძლია სკოლას. ჩვენ შეგვიძლია, რომ მანამდე მივცეთ ეს ინფორმაცია. თუ მოსწავლეს დაწყებითის და საბაზოს ბოლო შევაფასებთ, დრო გვექნება რამის გასაუმჯობესებლად, ვიდრე 12 წლის შემდეგ რომ აღმოვაჩენთ ბავშვების უმეტესობის ჩაჭრას“,
სიახლე მეოთხე, მეექვსე და მეათე კლასის მოსწავლეებთათის:
“ჩვენ ვიწყებთ მუშაობას მეოთხე, მეექვსე და მეათე კლასის შეფასებებზე. ეს იქნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შეფასებები. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ამ სასწავლო წლის ბოლოს, გაზაფხულზე იქნება ეს გამოცდები, თუმცა ახლა ვინც ამთავრებს მეათე კლასს, ამ გაზაფხულზე, ეს გამოცდები არ შეეხება. უბრალოდ წელს წლის ბოლომდე პილოტირება შეიძლება მოესწროს და შემდეგ გაზაფხულზეც გაგრძელდება ეს. იმის შემდეგ წელს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება სამივე კლასის ბოლოს დიაგნოსტიკური შეფასებები”
რა ტიპის გამოცდები ელით სკოლის მოსწავლეებს?
“დაწყებით კლასებში, ალბათ, ეს იქნება წიგნიერების და რაოდენობრივი მსჯელობის შემოწმება. მაღალ კლასებში საგნების შესახებ კონკრეტიკა ჯერ არ არის. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ იქნება ისე, რომ რამდენიმე საგანი შეიძლება იყოს ძირითადი და ყოველ წელს მოხდეს რამდენიმე საგნის როტაცია იმისათვის, რომ ისევ გამოცდების ჩაბარებაზე არ ვიყოთ ორიენტირებული და მხოლოდ იმ საგნებში არ ემზადებოდნენ ბავშვები, რომლებშიც გამოცდები იქნება დანიშნული”. “ამაზე ახლა მიმდინარეობს მსჯელობა. მთავარია ის, რომ ისე დაინერგოს ეს სისტემა, რომ კვლავ გამოცდაზე ორიენტაცია არ გვქონდეს შედეგად და არ მოხდეს ის, რომ ყველა ემზადებოდეს გამოცდისთვის და არა – რეალური ცოდნისთვის”
როდის ჩატარდება დიაგნოსტიკური გამოცდა მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე კლასელებისთვის?
IV და VI კლასებში შეიძლება გავაკეთოთ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, იმისთვის რომ წინა წლის მდგომარეობით მიღებული ცოდნა შევამოწმოთ. მაგალითად VII კლასს შეიძლება გავუკეთოთ იმისთვის, რომ გავარკვიოთ 6 კლასი როგორ დაამთავრეს და როგორ მიაღწიეს ბავშვებმა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. ამიტომ ვამბობთ, რომ წლის ბოლომდე იქნება პილოტირებები და ასევე გაზაფხულზეც შეიძლება გადაიწიოს რომელიმე კლასის ინსტრუმენტების გამოცდამ, რომ იმის შემდგომ ანუ 2021 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში გავაკეთოთ მსგავსი ტიპის შეფასებები ამ სამ კლასში”
რა შეიცვლება თუ მოსწავლე IV, VI და X კლასის გამოცდებს ვერ ჩააბარებს
“სანქციებზე არ არის საუბარი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სკოლის განვითარებისთვის, ეს არის სკოლის შიდა მოხმარებისთვის. იმისთვის, რომ დირექტორმა, მასწავლებელმა ერთად დაგეგმონ, ერთად ნახონ რა არის გასაუმჯობესებელი, სად აქვს სკოლას ჩავარდნა და რა მიმართულებით მიდის: სწორი მიმართულებით თუ არასწორი. შემდგომ დაიგეგმება მასწავლებელთა ტრენინგები, გამოვლინდება რა სჭირდება სკოლას- გაამრავალფეროვნონ რესურსები და ა.შ. კლასში ჩატოვება არ იქნება და გამოცდის შედეგი ატესტატზე არ იმოქმედებს”, - აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა
ამავე თემაზე--------------------------------------------------------------------------------->>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში--------------------------------------------------------------------------------->>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება--------------------------------------------------------------------------------->>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება--------------------------------------------------------------------------------->>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს
--------------------------------------------------------------------------------- >>> მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება ისევ მოუწევთ – გამოცდები კვლავ ჩატარდება! --------------------------------------------------------------------------------->>> შესაძლებელია თუ არა მე-12 კლასის გამოცდები წელსვე გაუქმდეს?--------------------------------------------------------------------------------->>> ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: რატომ არის საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა?...--------------------------------------------------------------------------------->>> მე-12 კლასელების პროტესტი განათლების სამინისტროს - წაიკითხეთ თუ რა კომენტარებს აკეთებენ ისინი:''ჩვენ ვართ ნარჩენები, რომლებიც რაღაცას ასრულებენ...მასწავლებლები არიან მოხუცები და ბევრი სხვა პრობლემაა..5558 შეფასება არ არის
|