x
image
ანა ბეჟაშვილი
თბილისში პირველი ლგბტ-პრაიდი გაიმართება

image

კავკასიაში პირველი ლგბტქი პრაიდი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსექსუალი და ქვიარ ადამიანების საზეიმო მსვლელობა) ივნისის თვეში გაიმართება.

ამის შესახებ ლგბტ აქტივისტებმა და პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს.

საქართველოში 2011 წლიდან რამდენიმე აქცია მოეწყო, რომელიც დიდი დაპირისპირებით დასრულდა. პრაიდი კი, ანუ კვირეული ღირსების მარშის ფინალით, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად ეწყობა, კავკასიაში პირველად ჩატარდება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობას არ ექნება საზეიმო განწყობა, რადგან ლგბტ ადამიანებს ქვეყანაში არ ეზეიმებათ.


პრაიდის კვირეულში დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენა- კაფკას "მეტამორფოზა", საერთაშორისო კონფერენცია და ღირსების მარში.

როგორც "თბილისი პრაიდის" დირექტორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, მათი მიზანი არა პროვოკაციის მოწყობა, არამედ მოთხოვნაა მიეცეთ თავისუფლად შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

ლგბტქი პრაიდის კონკრეტული ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია.

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0