ზედმეტი ემოციებისგან დამუნჯებული და ატირებული ლედი გაგა ( + ფოტოები და ვიდეოები )
დღეს, აი ამ წუთებში ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრში ამერიკის კონოაკადემიის "ოსკარის" დაჯილდოების 91-ე ცერემონიალი დასრულდა, რომელსაც სრულიად მსოფლიო მედია აშუქებდა და რომლის ნომინანტები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 22 იანვარს დასახელდა.მოგეხსენებათ, ამ დღისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავები საგანგებოდ ემზადებიან, თუ რა სამოსელში წარდგებიან ათასობით დამსწრეთა და ასეულობით ფოტორეპორტიორის წინაშე, რომ შემდგომ თვეობით ან უფრო მეტი ხნით ილაპარაკონ მასზე."ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია ორმაგი შოუცაა, ჯერ ერთი - საგანგებოდ შერჩეული სამოსი და მეორე და უმთავრესი - ვინ გახდება გამარჯვებული და ვინ მიიღებს "ოსკარს". რა ხდება დიდ თეატრში და როგორია პირველი კადრები მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილიდან - ლოს ანჯელესიდან?საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმენი გახდა, მამაკაცი კი - ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი ეგვიპტელი რამი მალეკი. 45 წლის ბრიტანელმა მსახიობმა ოლივია კოლმენმა ყველასათვის საოცნებო ჯილდოს მიღების შემდეგ ემოციციები ვერ დაფარა და "მწვანე წიგნის" მთავარი როლის შემსრულებელმა სცენაზე იტირა.
რაც შეეხება ახალგაზრდა მსახიობს, რამი მალეკს, მისი გამოსვლა უფრო ემოციური იყო.ორიგინალური სიმღერისთვის ოსკარი ლედი გაგას გადაეცა, გამარჯვებული მისი ნამუშევარი "Shallow" გახდა. მომღერალს მოულოდნელობისგან და გადაჭარბებული ემოციების გამო ენა დაება და საუბარი გაუჭირდა, მადლობა გადაუხადა დას, მშობლებს და განსაკუთრებული მადლობა ფილმში "ვარსკვლავის დაბადება" მის პარტნიორს - ბრედლი კუპერს, რომელიც, ამავე დროს ფილმის რეჟისორიც გახლავთ.
რა სიტყვებით მიმართა ეპატაჟურმა მომღერალმა, 32 წლის ლედი გაგამ დამსწრე საზოგადოებას და ვის გადაუხადა განსაკუთრებული მადლობა: - " უღრმესი მადლობა აკადემიას ამ არაჩვეულებრივი ჯილდოსთვის, მადლობა თითოეულ ადამიანს ამ დარბაზში, მადლობა მარკ რონსონს, ენტონი როსმანდოს, ენდრიუ უაიეტს, მადლობა დედას, მამას, ჩემს დას, რომლლებიც აქ იმყოფებიან და განსაკუთრებული მადლობა შენ, ბრედლი კუპერ - რომ არა შენ, დედამიწაზე არ არსებობდა არც ერთი ადამიანი, რომელიც ისე შეასრულებდა ამ სიმღერას ჩემთან ერთად, როგორც შენ, მადლობა, რომ მენდე".