x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ვამპირი ღამურების გამაოგნებელი საიდუმლო, რაზეც მეცნიერებს პასუხი არ გააჩნიათ
ვამპირი ღამურა

ვამპირი ღამურები იმდენად უჩვეულოდ გამოიყურებიან, რომ საშინელებათა ჟანრის რომელიღაც ფილმის არაამქვეყნიურ პერსონაჟებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედამიწაზე მცხოვრებ ცოცხალ არსებებს.


თუმცა, ამ მფრინავ ცხოველებს მხოლოდ გარეგნობა არ აქვთ ასეთი შიშის მომგვრელი. ისინი რეალურადაც ძალიან თავზარდამცემი არიან. ვამპირი ღამურა – ეს არის ცოცხალი არსება, რომელიც ამართლებს თავის ძრწოლის მომგვრელ შესახედაობას.


ისინი იკვებებიან ადამიანების სისხლით! დიახ, ცოცხალი ადამიანების მჩქეფარე, თბილი სისხლით!



ზუსტად ისევე, როგორც მითიური ვამპირები, რომლებიც არაერთხელ ქცეულან ხალხური თქმულებების შემთხზველთა თუ ფილმების სცენარისტთა შთაგონების წყაროდ.


ეს არსება სამხრეთი ამერიკის კონტინენტზე ბინადრობს. ტეხასიდან იწყება მისი სამფლობელო და არგენტინის სამხრეთში მთავრდება. სხეულის ზომით 9, 5 სანტიმეტრამდეა და 50 გრამს იწონის, მისი გაშლილი ფრთების გარშემოწერილობა კი ნახევარ მეტრამდეა.


ვამპირი ღამურები საცხოვრებლად ირჩევენ ბნელ, ნესტიან და თბილ გამოქვაბულებს, თუმცა ხშირად სახლობენ ხეთა ფუღუროებსა და მიტოვებულ სახლებშიც. ცხოვრობენ დაახლ. 100 ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებად. იკვებებიან მხოლოდ სისხლით.


ამ საზარელ მფრინავ ცხოველებს აქვთ სპეციალური სენსორები, რომელთა მეშვეობით ვენებს იოლად პოულობენ მსხვერპლის სხეულზე (რადგან ვენა დანარჩენ სხეულთან შედარებით უფრო თბილია, ხოლო ვამპირი ღამურების სენსორები სწორედ სითბოს აღიქვამენ). შემდეგ კბენენ მძინარე მსხვერპლს და იწყებენ მისი სისხლის სმას. მსხვერპლი კბენას ვერ გრძნობს, რადგან ვამპირი ღამურების ნერწყვი გაუტკივარების საშუალებას შეიცავს.


რაც ყველაზე სახიფათოა, ვამპირი ღამურას ნერწყვი გაუტკივარების საშუალების გარდა თრომბოციტების აგრეგაციის შემაფერხებელ და სისხლის შედედების უნარის დამქვეითებელ ნივთიერებასაც შეიცავს, რისი მოქმედების შედეგადაც მსხვერპლი არცთუ იშვიათად სისხლად იცლება და იღუპება ისე, რომ ვერაფერს ვერ გრძნობს.


გარდა სისხლად დაცლის საფრთხისა, მსხვერპლი დგას ცოფით დაავადების საშიშროების წინაშე, რადგან ვამპირი ღამურა ამ დაავადების ძალიან აქტიური გადამტანია.


მაგრამ ყველაზე საინტერესო და უცნაური რაც არის, მთელ დედამიწაზე პრაქტიკულად თითქმის არ მოიძებნება კუთხე, თქმულება რომ არ გააჩნდეს ადამიანისმაგვარ უზარმაზარ არსებებზე, რომლებიც სისხლით იკვებებიან.


სიტყვა "ვამპირი" არის სერბული წარმოშობის, ხოლო სერბებს წარმოუდგენელი და გამორიცხულია, რაიმე სცოდნოდათ მათგან ათიათასობით კილომეტრის დაშორებით, ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები ღამეული არსებების შესახებ, რომლებიც მართლაც, ზუსტად ისევე, როგორც უძველეს სერბულ თქმულებებში, ადამიანების სისხლით იკვებებიან.


მე-15 საუკუნის მიწურულამდე, სანამ ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა, შეუძლებელია, სერბეთში ვინმეს რაიმე სცოდნოდა ვამპირი ღამურების შესახებ. მაშ, როგორ მოხდა, რომ კოლუმბის ამერიკაში მოგზაურობამდე ასწლეულებით ადრე ამ ბალკანურ ქვეყანაში გაჩნდა თქმულება ვამპირების შესახებ?


ამ კითხვაზე თანამედროვე სამყაროში არანაირი პასუხი არ არსებობს.

ვამპირი ღამურა

0
608
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0