x
image
მოზამბიკელი
ჯობდა ისეთივე ნაძირალა ყოფილიყო როგორიც მისი მკვლელები და გამყიდველი მეგობრები არიან, ცოცხალი მაინც მეყოლებოდა - ზაზა სარალიძე
შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა. ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს თანატოლების მიერ მოკულული დათუნა სარალიძის მამა მისი შვილი შესახებ წერს, რომ შვილი სხვისი უფლებების დაცვისა და ჩაგრულთა დახმარების იდეით გაზარდა, ამის გამო კი სიკვდილისთვის გაიმეტეს.

image

"ბევრი ვიფიქრე ამ ხნის განმავლობაში, ბევრი სხვადასხვაგვარი ომი გადავიტანეთ და უამრავი დამცირება.ათასობით განსხვავებული აზრი მოვისმინე ამ ბრძოლის პერიოდში.ბევრჯერ ვყოფილვარ პიკზე მისული, მაგრამ ჩემი შვილები მაძლებინებს.
მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი, რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის.მაძლებინებს ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც არაადამიანურად მოკლული შვილის საამაყო დაიკო იყო და დღეს უკვე მასთან გატარებული ცხოვრების მოგონებებით ცხოვრობს.ბოროტებამ მარის ძმა წაართვა, რომელიც მისი კუმირი იყო.ბოროტებამ მე შვილი წამართვა, ვისაც მხოლოდ და მხოლოდ იმას ვასწავლიდი, რაც მე მასწავლეს ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა, ადამიანი არ უნდა დაჩაგრო.ძლიერი მაშინ ხარ, როდესაც წაქცეულს წამოაყენებ, მშიერს დააპურებ, მტირალს ცრემლს მოსწმენდ და გააღიმებ, იმიტომ რომ ცხოვრებას აზრი აქვს და მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეშია.
განადგურდა ჩემი ოჯახი, განადგურდა ჩემი ნათესავები და ახლობლები.
განადგურდა არა მარტო იმისთვის, რომ შვილი მომიკლეს და მომავალი მომისპეს - უსამართლობა და არაადამიანობა უფრო ანადგურებს გლეხ კაცს.
შვილებს ოდითგანვე გვიხოცავდა მტრები, მაგრამ სიამაყით გვევსებოდა გულები.სამშობლოს მომავალს თავი შესწირა.
არა, არ ვამბობ იმას რომ დათუჩა ვინმესთვის კარგი იყო და ყველასთვის საუკეთესოდ იქნებოდა.არ არსებობს მოკვდავი, ვინც იდეალური იქნება ყველასთვის, მაგრამ ის ჩემი შვილი არის.
გუშინ ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო.ყოველთვის ვცდილობდი რამე განსაკუთრებული მომეფიქრებინა, მივულოცე კიდეც და პასუხი რა მივიღე:
ხო იცი ზაზა ეს დღე აღარ მიყვარს და მეზიზღება.

მე მეზიზღება ყველაფერი, მეზიზღება ყველა ადამიანი, ვინც უსამართლობაში ჩამძირა და ყველაზე მეტად ჩემი თავი მეზიზღება, რომ ვასწავლიდი დათოს სიკეთის კეთებას და ადამიანისთვის გვერდით დგომას.


არა!!!

არ უნდა მესწავლებინა.ჯობდა ისეთივე ნაძირალა ყოფილიყო, როგორიც მისი მკვლელები და გამყიდველი მეგობრები არიან.
ცოცხალი მაინც მეყოლებოდა.
ყოფილიყო თუნდაც ციხეში, მაგრამ მეცოდინებოდა რომ ისევ ვნახავ და ისევ ჩავიკრავდი გულში.

სიკეთე ვაკეთოდ!!!!!?????
ვისთვის ვაკეთოდ????
იმათთვის, ვინც შვილებს გვიხოცავს და მერე ფეხებზე გვიკიდებენ????
არა!!!!
არ ქონია სიკეთის კეთებას მნიშვნელობა წუთიერ ქვეყანაში.
მექოთნე ქოთანს ყურს საითაც უნდა, იქეთ მიაბამს.

ჩვენ ვართ გლეხები და ჩვენ არ გაგვაჩნია ღირსების მეტი ამ ქვეყანაზე.
ჩვენ არ ვიკვებებით საჭმელით.
ჩვენ გლეხური ღირსება გვაცოცხლებს.
(სამწუხაროდ მათ ღირსებას ფუფუნება ურჩევნიათ.)

სამართალი დასამარდა და გაქრა.
საქართველო დასამარდა და გაქრა.
გლეხი ღირსებას არ დაკარგავს და არ გაქრება.

ტალახს გვსროდნენ და გვანადგურებდნენ მაღალჩინოსნები, ყველა ღონეს ხმარობდნენ ჩვენს გასაქრობად.
მაგრამ ავიწყდებოდათ რომ ჩვენ ვართ გლეხები.
გლეხ კაცს ღირსება აცოცხლებს.
ბევრი ეხლაც ცდილობს ტალახში გაგვსვაროს და თავიანთი მოკლე ფულიანი აზროვნებით ფიქრობენ გამოუვათ.
არა!!!! ჩვენ გლეხები ვართ და ღირსებით ვსულდგმულობთ.

მე შვილი არ დამიკარგავს.
მე ის მელოდება და მივალ მასთან ღირსეულად თავ აწეული.
მაგრამ მე დავკარგე უნარი რომ სიკეთისკენ მოვუწოდო ხალხს.
რატომ????
სიკეთე და სამართალი თითოეულ ჩვენთაგანშია.მას ვერ დააძალებ ადამიანს თუ თავად არ უნდა.

ბევრი რამი დაწერა მინდა მაგრამ გულს აღარ უნდა წერე.

დრო გვიჩვენებს ვინ ამღვრეულ წყალში დგას და ვინ სუფთა წკრიალა წყალში.

ეს ცხოვრება გაცილებით მოკლეა ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა რათა აგეხილოთ თვალები.

და ბოლოს და მთავარი.

ბოროტებას ბოროტება ვერ დაამარცხებს.ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება და გვერდით დგომა.

პ.ს.
ერთმა მეგობარმა მომიყვა ანეგდოტის სტილში.
შაჰაბასს ყავდა ტყვეები ორ ორმოში ჩაყრილი.
ერთი ორმო კლეტკებით იყი დახურული და მეორე ღია თავით.
ჰკითხეს შაჰაბასს ეს ასე რატომ გაქვს.ერთი თავღია და მეორე დახურული.
– თავდახურულ ორმოში ევროპელები მყავს, ერთმანეთის დახმარებით ამოდიოდნენ და გარბოდნენ.
– თავღიაში ქართველები მყავს, მათ ერთმანეთის გატანა აღარ აქვთ და არცაა საჭირო თავის დაფარება", - წერს სარალიძე

0
190
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0