საბუნებისმეტყველო მყვინთავები ზღვაში გიგანტურ არსებას წააწყდნენ 2019, 21 თებერვალი, 22:25 ![]()
სწორედ ასე იგრძნეს თავი პორტუგალიის სანაპირო წყლებში მომუშავე მყვინთავებმა, როცა უეცრად მათ გვერდით კოლოსალური ზომის მზის თევზი შენიშნეს.
იხილეთ ვიდეო
მყვინთავები თევზს ფოტოებს უღებდნენ და თითოეულ მის მოძრაობას ვიდეოფირზე აღბეჭდავდნენ, თუმცა ქვეცნობიერად ეშინოდათ ამ გასაოცარი არსების, რომელიც 5000 კილოგრამს იწონიდა, ხოლო სიგრძით დაახლ. 3 მეტრი იყო. მაგრამ საბედნიეროდ მზის თევზები ადამიანებს არ ჭამენ. თავისი ზომების მიუხედავად მზის გიგანტური თევზი ძალიან წყნარად იქცეოდა; ის 15 წუთის მანძილზე ნებივრობდა წყალში, სანამ მყვინთავები მას ფირზე აღბეჭდავდნენ, შემდეგ კი გაუჩინარდა. მზის თევზს მეორენაირად მოლა-მოლასაც უწოდებენ. მისი წონა საშუალოდ 250-დან 1000 კილოგრამამდე მერყეობს. 5-ტონიანი მზის თევზი ძალიან დიდი იშვიათობაა და მყვინთავებს ძალიან გაუმართლათ, ფირზე მისი დაფიქსირება რომ მოახერხეს. 269 შეფასება არ არის
|