საბუნებისმეტყველო შემზარავი ფრინველი, რომელიც ნისკარტის ერთი დარტყმით ცხენს ხერხემალში ამტვრევდა 2019, 20 თებერვალი, 15:57
ტიტანისი – ეს ფრინველი დაახლოებით 18 000 წლის წინ, დღევანდელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ბინადრობდა.
ის იწონიდა 600 კილოგრამს, ხოლო სიმაღლით 3 მეტრი იყო. ვერ დაფრინავდა. სამაგიეროდ, სირბილი კარგად ეხერხებოდა (სისწრაფე: 50 კმ/სთ). მსხვერპლს (ცხენს, იაგუარს, დათვს ან ღორს) გამოეკიდებოდა და გვერდიდან უზარმაზარ ნისკარტს კისერში ნაჯახივით ჩაჰკრავდა ხოლმე. მსხვერპლი მაშინვე ძირს ეცემოდა და კვდებოდა. მასზე უფრო ძლიერი მტაცებელი ადამიანის გამოჩენამდე ამერიკაში მილიონობით წლის მანძილზე არ არსებობდა. უძლიერესი კაუჭიანი ნისკარტით შეიარაღებული ეს მონსტრი თავზარს სცემდა ზედა პალეოცენის და პლეისტოცენის ეპოქების მთელ ფაუნას. მის კლანჭებში მოხვედრა უეჭველი სიკვდილის ტოლფასი იყო. მაგრამ ადამიანების და მგლების გამოჩენამ შეავიწროვა ტიტანისის სანადირო არეალი. საქმე იმაშია, რომ როგორც ადამიანები, ასევე მგლები კოლექტიურად ნადირობდნენ, ხოლო მსგავს ტაქტიკას ამერიკაში ბინადარი უძლიერესი ფრინველები საკუთარი მცირე მოცულობის ტვინით ვერაფერს უპირისპირებდნენ. ხშირად ხდებოდა, რომ ტიტანისი ცხენს მოკლავდა და ის-ის იყო, მსხვერპლის შეჭმას უნდა შესდგომოდა, რომ უმალ მგლების ხროვა ჩნდებოდა და ნადავლს პირიდან სტაცებდა ხოლმე. თუმცა ტიტანისი საბოლოოდ მას შემდეგ გადაშენდა, რაც თანამედროვე ბერინგის სრუტეზე არსებული გზით ამერიკაში ადამიანი გამოჩნდა. ადამიანის გამოჩენას თან დიდი გვალვაც დაემთხვა, რამაც საზარელ მტაცებელ ფრინველს მკვეთრად შეუმცირა სამოქმედო არეალი და ამოუხოცა ცხოველები, რომლებზეც ის ნადირობდა, ბოლოს კი თავადაც შიმშილით მოკლა. ტიტანისი ამერიკაში 58 მილიონი წლის მანძილზე ბატონობდა, შემდეგ კი ძალიან უცებ გადაშენდა. რაც ჩვენ ამ ფრინველის გადაშენების შესახებ დღეს ვიცით, ძირითადად მხოლოდ სანახევროდ და ფრაგმენტულად არის მართალი. მისი გადაშენების რეალური ისტორია კი ჯერაც საიდუმლოების ბურუსით მოსილი რჩება. 1793 შეფასება არ არის |
რაც შეეხება ტატანისს:
1. ეს ფრინველი 5 მლნ-2მლნ წლის წინ ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. იყო 250სმ-მდე სიმაღლის და დაახლოებით 150 კგ-მდე წონის.
2. ცხენი ცალსახად არ შედიოდა მის რაციონში, ვინაიდან იმ პერიოდში ცხენი იქ არ ბინადრობდა.
3 . მას შეეძლო ენადირა ცხოველზე რომლის წონა დაახლოებით 80-100 კგ-ს შეადგენდა.