იაგო ბოლოთაშვილმა შეცვალა შოთა ხაჟომია, რომელიც კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წლის აგვისტოდან მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა და შოთა ხაჟომია მუშაობას გურიაში გააგრძელებს.
იაგო ბოლოთაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2006 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 წლებში ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების უფროსი (დეტექტივ-გამომძიებელი), შემდეგ კი მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე (დეტექტივების განყოფილების უფროსი) იყო. 2015-2016 წლებში მას შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.