საბუნებისმეტყველო ყველაზე გიგანტური ზომის დინოზავრი, რომელსაც კი ოდესმე დედამიწაზე უარსებია 2019, 14 თებერვალი, 14:40 ![]() პალეონტოლოგი დევიდ ჟილეტი, რომელმაც ეს გასაოცარი ცხოველი პირველმა აღწერა, ამტკიცებს, რომ სეისმოზავრი 39 მეტრის სიგრძის იყო. თუმცა არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთებიც, რომ ეს გიგანტური ზომის რეპტილია 50 მეტრის სიგრძის გახლდათ. წონას რაც შეეხება, ბევრი მეცნიერი თანხმდება, რომ სეისმოზავრი 80 ტონას იწონიდა. სხვები ვარაუდობენ, რომ ის 100 ტონაზე ნაკლები არ ყოფილა. ნამარხი ნაშთების აღმოჩენის პროცესი გრძელდება და შესაძლოა, არცთუ ისე შორეულ მომავალში საბოლოოდ მოეფინოს ნათელი იმას, 80 ტონას იწონიდა თუ 100 ტონას სეისმოზავრი. ფაქტი ერთია: თუნდაც 80 ტონა ყოფილიყო, ეს განა ცოტაა? წარმოიდგინეთ, 16 აფრიკული სპილო რომ ერთმანეთზე გადააბა ან 20 სატვირთო მანქანა, თითო 4 ტონა წონით. თუმცა, სხეულის ამხელა ზომების მიუხედავად ტვინი ძალიან პატარა ჰქონდა სეისმოზავრს: ჩვეულებრივი კაკლის ზომის ან ოდნავ უფრო დიდი. ეს შტერი ცხოველი საკუთარ თანამოძმეებსაც ვერ სცნობდა. ერთადერთი, რაც მან იცოდა, ჭამა იყო. ჭამდა, ჭამდა და ჭამდა. 200 შეფასება არ არის
|