საბუნებისმეტყველო რატომ შველიან დელფინები ადამიანებს? გასაოცარი ფაქტები 2019, 12 თებერვალი, 14:48 ეს ფაქტი 2004 წელს ახალი ზელანდიის სანაპირო წყლებში დაფიქსირდა: მაშველმა დაინახა, რომ მისი 15 წლის გოგონა თავის 2 მეგობართან ერთად დელფინების გუნდის შუაში მიცურავდა. მოგვიანებით გადარჩენილებმა აუხსნეს ხალხს, რომ დელფინების გუნდის სიახლოვეს იყო თეთრი ზვიგენი. დელფინებმა გააკეთეს წრე და თეთრი ზვიგენი თინეიჯერებთან ახლოს არ მიუშვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ერთმა ცურვის ოსტატმა დაადასტურა, რომ საკუთარი თვალით დაინახა თეთრი ზვიგენი დელფინების გუნდის გვერდით. მოზარდებს თავდაპირველად ეგონათ, რომ დელფინებს მათთან თამაში სურდათ, მაგრამ შემდეგ, როცა წყლიდან ამოშვერილი თეთრი ზვიგენის კუდს მოჰკრეს თვალი, მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა დელფინები ადამიანებს დაეხმარნენ. ჯერ კიდევ ანტიკურ წყაროებში მრავლად მოიპოვებოდა ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ შეკრეს გუნდი დელფინებმა ადამიანების გარშემო და დაიცვეს ეს უკანასკნელები ზვიგენების თავდასხმისგან. ეს ცხოველები ცურვისგან გადაქანცულ ადამიანებს აძლევენ საშუალებას, ზღვაში დაისვენონ და ნაპირამდე მიაღწიონ ან თავად უჩვენებენ ნაპირს, მაგრამ მაინც რატომ? ამაზე მეცნიერებს პასუხი არ გააჩნიათ. დელფინები მტაცებელი ცხოველები არიან და შეუძლიათ, თავადაც დაესხნენ თავს ადამიანებს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. მეცნიერებმა შეძლეს იმის დადგენა, რომ როცა დელფინები ადამიანებს ეხმარებიან, ამას მათივე ჯგუფში გავრცელებულ სოციალურ ქცევასთან აქვს რაღაც საერთო, მაგრამ რატომ აკეთებენ ეს ზღვის ძუძუმწოვრები ამას, დღემდე ამოუხსნელ თავსატეხად რჩება. მეცნიერებმა ასევე ვერ შეძლეს დელფინების "ენის" გაშიფვრა; მათ ისიც კი არ იციან, ადამიანის გამოჩენისას დელფინი რომ ყვირის, ეს მისალმებაა თუ გამაფრთხილებელი სიგნალი სხვა დელფინებისთვის. როცა ადამიანი იხრჩობა, დელფინს შესაძლოა, ახსენდება თავისი ახალდაბადებული ჩვილი, რომელსაც ანალოგიურად უჭირს სუნთქვა და წყლის ზედაპირზე თავის შემაგრება (მოგეხსენებათ, დელფინი ძუძუმწოვარია და არა თევზი და წყალქვეშ სუნთქვა არ შეუძლია). დედა ახალშობილ დელფინს სწორედ გადარჩენილი ადამიანივით იკავებს წყლის ზედაპირზე, რათა ამ უკანასკნელმა სუნთქვა შეძლოს. როცა ზვიგენი დელფინს ესხმის თავს, დელფინები წრეს აკეთებენ ხოლმე დაუძლურებული მეგობრის ირგვლივ და ასე იცავენ მას. შესაძლოა, ადამიანიც დელფინი ჰქონიათ? სიმართლე რომ ითქვას, დელფინებს უფრო მეტი საერთო აქვთ ადამიანებთან, ვიდრე თევზებთან და ეტყობა, თვითონაც ასე ფიქრობენ. ეს არაჩვეულებრივად დახვეწილი ძუძუმწოვრები გასაოცარი გონიერებით გამოირჩევიან და მათი დახოცვა და დაჭერა არაფრით არ შეიძლება. 420 შეფასება არ არის
|