საზოგადოებრივი ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ 2019, 9 თებერვალი, 16:58 დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა უფროსი დაიბადა 1802 წელს და გარდაიცვალა 1870 წელს. ის იყო ისეთი შედევრების ავტორი როგორიცაა "სამი მუშკეტერი", "გრაფი მონტე-კრისტო", "დედოფალი მარგო" და ა.შ. 1858-59 წლებში ის სტუმრობდა თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს. ამ მოგზაურობაზე მან დაწერა წიგნი "კავკასია". გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, რომელიც ქართველებს ეხება: "როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდელიორები შეადგენენ, ქართველი ქალები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდას შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ." "ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ." "ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თირქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და ღმერთმა იცის კიდევ ვინ. თითოეული მათგანი გამორჩეულია. აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და განსაკუთრებით ქუდი - საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება." დიუმა თბილისის აბანოებზე წერს: "რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ გააჩნია ასეთივე აბანოები? რატომ არც ერთი საქმოსანი არ გამოიწერს თბილისიდან ორიოდე მექისეს? ეს რასაკავირველია სასარგებლოც იქნებოდა და სარფიანიც. ექვსი კვირის განმვლობაში, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი." "მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში, ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში." დიუმა აღნიშნავს, რომ ქართველები მფლანგველები არიან და "არაპრაქტიკულობის გამო სწრაფად კოტრდებიან. ყველა ქართველი ღარიბია ან ახლოსაა ამასთან. რა საშინელი სიღარიბეა აქ! ღმერთო შემინდე! რა სიღატაკეა! ეს სიღარიბე იქამდე მიდის, რომ ბევრის აზრით, ყველაზე სათნო ქალის ზნეობა, რომელიც მედეადან მოდის, ახლა ოქროს მონეტის დანახვას ვერ გაუძლებდა." "ევროპაში წარმოდგენათ კი არ აქვთ კოლხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს. "ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც სხვებს უყვართ. - რა აზრის ხართ ქართველებზე? - შევეკითხე ბატონ ფინოს, ჩვენს (ფრანგების) კონსულს თბილისში, რომელიც იქ უკვე სამი წელია ცხოვრობს. - ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, - მიპასუხა მან. როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც როგორც ეს ყველგან და ყოველთვს ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს..." "თავისი სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა მითხრა: ისინი ბრძოლაში უნდა ნახო.. ისინი ამ დროს უკვე ადამიანები კი არა, ტიტანები ხდებიან, რომლებსაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ." "ისინი სუფრასთან უნდა ნახო - მეუბნებოდა ერთი ღირსეული გერმანელი, რომელიც სიამაყით იხსენებდა ხოლმე როგორ სვამდე შუა დღეზე ჰაიდელბერგის დუქანში თორმეტ კათხა ლუდს. ისინი (ქართველები) თხუთმეტ, თვრამეტ, ოც ბოთლ ღვინოს ისე ყლაპავენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ფინოც სიმართლეს ამბობდა, რუსიც სიმართლეს ლაპარაკობდა, გერმანელიც სიმართლეს მეუბნებოდა." "მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან. - ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ქართველ ქალებზე ლამაზებიც კიო, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო. მეგრელი ქალები განსაკუთრებით ლამაზები არიან: ქარათმიანები შავი თვალებით და შავთმიანები ცისფერი თვალებით - ეს ხალხი დედამიწის ზურგზე ულამაზესი ქმნილებები არიან." "როგორ უნდა ამოიცნო ქართველი? თუ ვინც გიყურებს ნათელი სახე და სწორი ცხვირი აქვს, თვალები, წარბები და თმები შავი, კბილები - თეთრი, თუ მას მოკლე ბწევიანი, წვეტიანი ქუდი ახურავს, მაშინ იგი ქართველია. რასაც ის იტყვის, წმინდა წყლის სიმართლე იქნება". (ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ყოფილა, აფერისტობა ახალი ათვისებული გვაქვს როგორც ჩანს) "ამბობენ ჩერქეზები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ხალხიაო. ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ მამაკაცებზე, ქალების მიმართ კი სადავოა. ჩემი შეხედულებით, ქართველს სრულიად თავისუფლად შეუძლია შეეცილოს ჩერქეზს სილამაზეში. ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ნოღაის ველებში პირველი ქართველის შეხვედრამ გამოიწვია ჩემში." "ქართველები უმამაცესი ხალხია, ამაში უკვე ეჭვი აღარავის შესდის, თვით ყველაზე მამაც რუსებსაც კი. ისინი გვიამბობდნენ ქართველთა ვაჟკაცური სისადავის შესანიშნავ ფაქტებს. მაგალითად გრაფ ვორონცოვის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ექსპედიციაში ჯარი წაადგა ტყეს, რომელზეც ამბობდნენ მთიელები იცავენო, - ტყეს ორი ფინდიხით დატენილი ზარბაზანი დაუმიზნეთ და ესროლეთ - ბრძანა გრაფმა - ვნახოთ, როგორ იცავენ მას მთიელები. - რაზე დავკარგოთ დრო და ფინდიხი, თქვენო უგანათლებულესობავ? - უპასუხა იქვე მყოფმა თავადმა ერისთავმა - თვითონ წავალ და ვნახავ. ერისთავმა ცხენი გააჭენა, ტყე მოათვალიერა, დაბრუნდა და ვორონცოვს ანტიკური სისადავით მოახსენა - ტყეში არავინაა თქვენი უგანათლებულესობავ." "თუ თათარმა თავი დაგიქნია - ენდე. თუ მთიელმა პატიოსანი სიტყვა მოგცა - მასაც ენდე. ხოლო თუ სომეხთან გაქვს საქმე, უსათუოდ ხელწერილი დაადებინე და ორი კაციც დაიმოწმე, რომ თავის ხელწერილზე უარი არა თქვას." ასევე დაგაინტერესებთ:1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე2. 160 სამეცნიერო სტატია3. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევის შემდეგ4. თამარ მეფის ბრძოლების სია5. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?6. ვერმახტის ქართული ლეგიონი7. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო8. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები9. ქართული მითოლოგია - დედა მიწა10. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი11. ქართული მითოლოგია - აფსათი12. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა13. ქართული მითოლოგია - არმაზი14. ქართული მითოლოგია - ბატონები15. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა16. ქართული მითოლოგია - ბადაგონი17. სტალინი ქართველების შესახებ18. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?19. პირამიდების ტიპები20. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?21. რა დაგვემართება თუ მზე გაქრება?22. ქართული მითოლოგია - ბოჩი23. დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში24. ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება?25. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?ავტორი: თორნიკე ფხალაძე1425 3-ს მოსწონს |
The great French writer Alexander Dumas the Elder was born in 1802 and died in 1870. He was the author of such masterpieces as "The Three Musketeers", "The Count of Monte Cristo", "Queen Margot", etc. In 1858-59 he visited Tbilisi and other cities of Georgia. On this trip, he wrote the book "Caucasus". We offer excerpts from this book, which refers to Georgians:
"When I was going to Tbilisi, I admit, I imagined that I was going to a semi-wild country, something like Nukh or Baku, only on a larger scale. I was wrong. Thanks to the French colony, which consists mainly of Parisian dressmakers and modelers, Georgian women may only be a couple of weeks behind the fashion of the Italian theater or the grand boulevards.
"Tbilisi now has between 60,000 and 75,000 residents. Its streets are 60 feet wide: there are magnificent buildings, squares, caravanserais, markets, and last but not least, the theater and churches, which, thanks to Prince Gagarin, have become magnificent works of art."
"The caravan is an interesting sight. Representatives of all the nations of the East enter and exit through its gate with camels, horses and carriages: Turks, Armenians, Persians, Arabs, Indians, Chinese, Kalmyks, Turkmen, Tatars, Circassians, Georgians, Mingrelians, Siberians and God knows who else. Each of them is distinct. They have their own costumes, weapon, its own character, its expression, and especially the hat, the object least subject to the changes of fashion."
"I saw almost everything in Tbilisi, the Georgian paradise, and throughout my life I have never worked anywhere as productively as in Tbilisi."
"In Europe, they have no idea about the beauty of Colchians. The men have a particularly beautiful body and walk. Even a simple servant has the appearance of a prince.
"Georgian people like to give what others like to receive."
- What do you think about Georgians? - I asked Mr. Fino, our (French) consul in Tbilisi, who has been living there for three years.
- These are flawless people, with all the best qualities, - he answered.
What is it like to hear such words from a Frenchman who, as it happens everywhere and always, curses everything foreign and puts himself above all..."
"You should see them at the table," said a decent German, who proudly recalled how he used to drink twelve mugs of beer in the middle of the day in a shop in Heidelberg. They (Georgians) swallow fifteen, eighteen, twenty bottles of wine as if nothing had happened here. Fino was telling the truth, and so was the Russian. also the German was telling me the truth."
"All the women of ancient Colchis are beautiful. - We wanted to say that they are as beautiful as Georgian women are, but here we remembered in time that Mingrelia, Imereti and Guria have always been parts of Georgia. Women from Mingrelia are especially beautiful: black-haired women with black eyes and black-haired women with blue eyes - these people are the most beautiful creatures on the surface of the earth"
"How should you recognize a Georgian? If the person looking at you has a bright face and a straight nose, black eyes, eyebrows and hair, white teeth, if he wears a short brimmed, pointed hat, then he is a Georgian. Whatever he says will be the truth of holy water."
"Some people say that the Circassians are the most beautiful people on the face of the earth. This can be said only about men, but it is debatable about women. In my opinion, a Georgian can easily surpass a Circassian in beauty. I will never forget the impression of meeting the first Georgian in the fields of Nogai."
"Georgians are the bravest people, no one can doubt that anymore, even the bravest Russians. They told us wonderful facts about the bravery of Georgians."
"If the Tatar bowed his head to you - trust him. If the mountaineer (Georgian or North Caucasian) gave you an honest word - trust him too. And if you are dealing with an Armenian, make sure to sign and have two men testify so that he does not refuse his signature.".