სხვა ამოატრიალე ასოები და ჩაიჯიბე 8 მილიონი 2019, 5 თებერვალი, 12:21
ყოველი ადამიანი ფულს შოულობს როგორც შეუძლია, ზოგს ეს საკმაოდ მძიმე შრომის ფასად უხდება, ზოგიერთმა კი საკმარისია, ერთი მონოტონური მოძრაობა შეასრულოს და ამისთვის მილიონობით ჰონორარი ჩაერიცხოს.
კომპეტენტურმა ამერიკული კინოს მოყვარულებმაც კი შეიძლება არ იცოდნენ მსახიობ ვანა უატის(Vanna Marie White)სახელი, სამაგიეროდ, მას მთელი ამერიკა იცნობს, პოპულარული სატელევიზიო შოუს "იღბლიანი ბორბალი" წყალობით, რომელიც უაიტს აგერ უკვე, 1982 წლიდან მიჰყავს. მსახიობს სულ არ სჭირდება, დაიზეპიროს ტექსტები უზარმაზარი სცენარიდან ან დაკარგოს დრო გადაღებაზე მრავალრიცხოვან დუბლებზე, არადა, არანაკლებ ფულს შოულობს, ვიდრე ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები, მაგალითად, ჯულია რობერტსმა შარშან 13 მილიონი დოლარი იშოვა. ამ დროს კი ვანა უაიტი შოულობს წელიწადში 8 მილიონს სრულიად მარტივ სამუშაოში. საკმარისია, თამაშის დროს ასო ამოატრიალოს, საქმე, რომელსაც ბავშვიც კი გააკეთებს. დამეთანხმებით, ჰონორარი მართლაც შთამბეჭდავია. მთლიანად, კარიერის მანძილზე 61 წლის ვანა უაიტმა 140 მილიონი დოლარის "ასოები გადააბრუნა".
ასევე დაგაინტერესებთ79 4-ს მოსწონს
|