სხვა ცნობილი ქალები,რომლებმაც მკერდი გაიდიდეს 2018, 14 სექტემბერი, 13:40 პლასტიკური ქირურგიის განვითარებებასთან ერთად, ცნობილი ქალბატონები მთელი მსოფლიოდან დაუყოვნებლივ გაუსწორდნენ ხილულ და უხილავ ხარვეზებს. ქირურგის ხელს, თითქოს ჯადოსნური ჯოხიაო, შეუძლია ბუნებრივი პატარა მკერდი დაბერილ, ფუმფულა ბიუსტად აქციოს..ბოლო პერიოდში კიდევ ერთი ახირება შემოვიდა მოდაში - უკანალის გადიდება, რომელსაც აქტიურად მიმართავენ ცნობილი სახეები.
სალმა ჰაიეკი - მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი უარყოფდა ყოველგვარ ქირურგიულ ჩარევას, მისი მკერდი ზომაში გაიზარდა მინიმუმ ერთი ზომით, განსაკუთრებით ეს პაპარაცებისთვის შესამჩნევი იყო London Evening Standard Theatre Awards-ის დაჯილდოებაზე. კეიტ ჰადსონი - მსახიობს, რომელსაც 0 ზომის მკერდი ჰქონდა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შურდა იმ გოგონების, რომლებსაც შეეძლოთ ღრმა დეკოლტეს ჩაცმა, 31 წლის ასაკში მსახიობის მკერდმა უცებ მოიმატა ზომაში. დენის რიჩარდსი-ამ მსახიობსაც პრაქტიკულად 0 ზომა მკერდი ჰქონდა, 19 წლის იყო, როცა გადაწყვიტა მკერდის გადიდება და ჰოლივუდი უკვე 5 ზომის მკერდით დაიპყრო. დემი მური - მსახიობის გადიდებული მკერდი მაყურებელმა ჯერ კიდევ 1996 წელს ცნობილ ფილმში "სტრიპტიზი" იხილა. ტორი სპელინგი - ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ცნობილი მსახიობს, სცენარისტს და მწერალს მკერდი აქვს გადიდებული. სარა ჯესიკა პარკერი - იგივე ითქმის პარკერზე. კრისტინა აგილერა - ქირურგიული ოპერაცია ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო მის ცხოვრებაში და შემოქმედებაში, ნაზი კაფანდარა გოგო უცებ ვულგარულ სექს-ბომბად იქცა. ვიქტორია ბეკჰემი - ცნობილი ფეხბურთელის ცოლი და "Spice Girls"-ის ექს-სოლისტი მრავალჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი აშკარად არაბუნებრივი ფორმის მკერდის გამო. ლინდსი ლოჰანი-მსახიობის მკერდის ზომა ისევე სწრაფად მატულობდა, როგორც მისი მავნე ჩვევები. ჯანეტ ჯექსონი-მომღერლის ოჯახის წევრები ხშირად მიმართავდნენ პლასტიკურ ქირურგიას, არც ჯანეტია გამონაკლისი. სელენა გომესი - ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა სულ ახლახან კიდევ გაიდიდა მკერდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ინსტაგრამზე' გამოქვეყნებული ფოტოთი დასტურდება - განსხვავება აშკარაა. 446 5-ს მოსწონს |
ამ თემით დაინტერესებულ მკითხველებს შეიძლება ეს სტატიებიც გამოადგეთ:
www.medgeo.net/2016/04/20/mkerdis-gadideba/
www.medgeo.net/2016/04/20/zetebi-2/
www.medgeo.net/2018/01/22/გულმკერდის-ბანდაჟი/