x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სტალინის აგარაკები
სხვადასხვა მონაცემებით სტალინის განკარგულებაში იყო 20-მდე აგარაკი, რომელიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში იყო მიმოფანტული, თუმცა ძირითადი ბირთვი სამხრეთით იყო განლაგებული:ყირიმი, სოჭი და საქართველო.მოდით გავეცნოთ რამდენიმე მათგანს.




საიდუმლო აგარაკი- გაგრიდან 15 კილომეტრში, მთის თავზე ბიჭვინთის ცნობილ ფიჭვნარში აშენდა სტალინის ყოფილი აგარაკი "ცივი მდინარე", რომელსაც ყველაზე გასაიდუმლოებულ აგარაკს ეძახდნენ, ლეგენდის მიხედვით ერთხელ ბელადმა გემიდან დაინახა თვალწარმტაცი ბუნება და მოინდომა იქ სასახლის აშენება, არქიტექტორების პროტესტის მიუხედავად(ისინი თვლიდნენ, რომ იმ ადგილზე შენობა 5 წელიწადასაც ვერ გაძლებდა), შედეგად წამოიჭიმა სამსართულიანი შენობა უზარმაზარი აივნით.

ამბობენ, რომ ეს აგარაკი სრულად შეეფერებოდა მანიაკალურად ეჭვიანი ადამიანის ხასიათსო:ციდან არ ჩანდა, ხმელეთიდან ტრანსპორტით ვერ მიუდგებიდი, აგარაკი ტრადიციულად(როგორც ყველა სხვა) მწვანედ იყო შეღებილი, ეზოში და ბაღში ღამის განათების ფარნები ნახევარი მეტრის სიმაღლეზე იყო განლაგებული, რომ ღამით ძნელად შესამჩნევი ყოფილიყო იქ მოსეირნე ფიგურა.

აგარაკზე იყო საბილიარდო, კინოდარბაზი(სტალინი ფილმების დიდი მოყვარული იყო), თერმოაბაზანა, სამუშაო კაბინეტი უზარმაზარი მაგიდით და სამი საძინებელით, სხვათა შორის ორინ ან სამი საძინებელი აუცილებელი პირობა იყო არქიტექტორებისათვის სტალინის ნებისმიერი აგარაკის მშენებლობის დროს, თუ რატომ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, -თავდამსხმელების დასაბნევად.

image

აგარაკი რიწის ტბასთან-"ცივი მდინარის" აგარაკისგან განსხვავებით რიწის აგარაკი მხოლოდ დასვენებისთვის იყო განკუთვნილი და აღჭურვილი იყო უახლესი ტექნიკით, ამის გარდა რიწის აგარაკზე დამონტაჟებული იყო ორი თეთრკეციანი კერამიკისგან(ფაიანსური)დამზადებული აბაზანა, რომელშიც წყალი რამდენიმე საათი არ ცივდებოდა.

ამის გარდა აგარაკს ემსახურებოდა 50-მდე ადამიანი:მზარეული, დამლაგებელი, პარიკმახერი, მედდა, მებაღე, მძღოლი და ტოქსიკოლოგი, რომელიც ამოწმებდა ყველა საკვებს, რომელიც ბელადისთვის მზადდებოდა.

image


სოჭის რეზიდენცია-მაცესტის სიახლოვეს, დიდი ახუნის მთაზე, ზღვის დონიდან 160 მეტრის სიმაღლზე იყო განთავსებული სტალინის სოჭის რეზიდენცია.იქვე შორიახლოს იყო სხვა საბჭოთა ჩინოვნიკების აგარაკებიც:ბერიას, მოლოტოვის, მალენკოვის და ვოროშილოვის.

მიქოიანის რჩევით სტალინი მაცესტაში გოგირდოვანი წყლებით მარცხენა დაზიანებულ ხელზე მკურნალობდა(მაჯის გვირაბის სინდრომი), რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ჟანდარმებმა ცემის დროს დაუზიანეს.

image




ახალი მაცესტა-40-იანი წლების ბოლოს სტალინს კიდევ ერთი აგარაკი აუშენეს იქვე, არქიტექტორებმა შენობის წინ სტალინს უზარამაზარი ფანტანი დაუმონტაჟეს, თუმცა ბელადს არ მოეწონა ეს იდეა-წყლის ხმაური აწუხებდა, ამიტომ საბოლოოდ იმ ადგილზე ყვავილნარი გააშენეს.

image


აგარაკი სოსნევოში-ყირიმში იალტიდან 13 კილომეტრში დაბა სოსნევოს მახლობლად აშენებული იყო მასანდროვსკის სასახლე, რომელშიც სტალინი ერთი ხანობა ისვენებდა, თუმცა ბელადს ალექსანადრე III-ს დროს აშენებული სასახლე ძალზე პომპეზურად მიაჩნდა, თავის მარმარილოთი თუ ხელნაკეთი უზარმაზარი ჭაღებით, ამიტომ სტალინმა ბრძანა მისთვის იქვე მახლობლად აეშებენინათ მომცრო ფიცრული სახლი.

image

image


აგარაკი კუნცევოში-ყველაზე ცნობილი აგარაკი-რეზიდენცია, რომელიც გამარჯვების პარკის მახლობლად პოკლონის გორაკზე იყო აშენებული, სტალინი უმეტესად სწორედ ამ აგარაკზე ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლო 20 წელიწადი.

image

სტალინის აგარაკების სრული სია:

1. "ვოლინსკოე" ("ბლიჟნოე") - 2 სართული, დაახ. 1000 კვადრატული მეტრი. მ.

2. "სემენოვსკოე" ("დალნაია") - 1 სართული, დაახ. 800 კვ მ მ.

3. "ახალი მაცესტა" ("ზელიონაია როშჩა", სოჭი) - 2 სართული, დაახ. 200 კვ მ მ.

4. "პუზანოვკა" (სოჭი) - 1 სართული, დაახ. 100 კვადრატული მეტრი. მ.

5. "რივიერა" (სოჭი) - არ არის დაცული.

6. ვილა "ბლინოვკა" (სოჭი) - 2 სართული, დაახ. 200 კვ მ მ (სტალინმა ერთხელ დაისვენა, შემდეგ კი ვოროშილოვს დაუთმო).

7. "ცივი მდინარე" (გაგრა) - 2 სართული, დაახ. 500 კვ მ მ.

8. "რიწა" (აფხაზეთი) - განადგურდა.

9. "ახალი ათონი" (აფხაზეთი) - 2 სართული, დაახ. 200 კვ მ სტალინი ერთხელ იყო.

10. "სოხუმი" (აფხაზეთი) - 2 სართული, დაახ. 600 კვ მ მ.

11. "მიუსერი" (აფხაზეთი) - 1 სართული, დაახ. 300 კვ მ მ.

12. "ბორჯომი" (სამცხე-ჯავახეთი) - 2 სართული, დაახ. 300 კვ მ მ.

13. ვილა "წყალტუბო" (იმერეთი) - 2 სართული, დაახ. 200 კვ მ მ.

14. "კორეიზი" (ყირიმი) - 2 სართული, დაახ. 600 კვ მ 1945 წელს იალტის კონფერენციის დროს სტალინი იქ ცხოვრობდა.

15.ვილა "გოლოვინკა" - 1 სართული, დაახ. 150 კვადრატული მეტრი. სტალინი აქ ორჯერ დაისვენა.

16. "ტრაპიზნიკოვო" (ყირიმი) - 2 სართული, დაახ. 300 კვ მ .სტალინი აქ 20- 30-იანი წლებში ისვენებდა, შემდეგ კი გადასცა ე. იაროსლავსკის.

17. "ივეინია" (ყირიმი) - 1 სართული, დაახ. 150 კვადრატული მეტრი. სტალინი არასდროს ყოფილა აგარაკზე, თუმცა მისთვის აშენდა.

0
307
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0