სხვა იყიდება სტალინის დაკრძალვაზე დასასწრები საშვი 2018, 9 სექტემბერი, 8:23
Avito ზე გამოჩნდა უცნაური განცხადება, 100 ათას მანეთად(3700 ლარი) მომხმარებელმა გასაყიდად გამოიტანა სტალინის დაკრძალავზე დასასწრები სახელობითი საშვი.
69 წლის წინ საბჭოთა არმიის პოლკოვნიკმა ნიკოლაი მელნიკოვმა პირადად მიიღო საშვი წითელ მოედანზე.პირველ ტრიბუნაზე, ეს ასძლევდა მას საშუალებას წინა რიგებიდან ედევნებინა თვალი სტალინის დაკრძალვისთვის. კლავდიამ, რომელიც ამჟამად ისტორიული დოკუმენტის მფლობელია, საშვი იპოვა 2014 წლის ზამთარში კუტუზოვის ქუჩაზე ნაგავსაყრელთან, საშვთან ერთად ყუთში ელაგა წიგნები, ფოტოები და 40-50-იანი წლების დოკუმენტები, რომელიც მელნიკოვს ეკუთვნოდა, დოკუმენტების მიხედვით კლავდიამ გაარკვია, რომ ომის დროს მელნიკოვი ესტონეთში უცხოელი სამხედრო ტყვეების ბანაკის უფროსი იყო. კლავდიამ აგრეთვე იპოვა ნიკოლაი მელნიკოვის ცოლისადმი მიწერილი პირადი წერილი, საპატიო სიგელი და ფოტოპორტრეტი, დოკუმენტების მიხედვით მელნიკოვი დიპლომს იცავდა არქიტექექტურის დარგში, განათლებით ინჟინერ-მშენებელი იყო, პოლკოვნიკი 80-იან წლებში გარდაცვლილა, მისი ოჯახის და შვილების შესახებ არაფერია ცნობილი. სხვათა შორის Avito-ზე კიდევ სტალინის დაკრძალვის კიდევ ერთი საშვი იყიდება, თუმცა სამოსამსახურეო და არა სახელობითი, მისი ფასი 77 000 რუბლია 177 7-ს მოსწონს
|