x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სოკო, რომლის შუქზე წიგნის წაკითხვაა შესაძლებელი


მანათობელი სოკო

ზეთისხილის ხის მანათობელი სოკო (ლათ. Omphalotus olearius) ეწოდება სოკოს, რომელიც ღამით ნათების არაჩვეულებრივი უნარით არის გამორჩეული. მის შუქზე თავისუფლად შეიძლება წავიკითხოთ წიგნი.


როცა ხმელთაშუაზღვისპირეთში, სადმე, კვიპროსზე ან თურქეთის სანაპიროზე, ივლისიდან ოქტომბრამდე ღამით ტყეში გაივლით, სადაც ზეთისხილის ხის მანათობელი სოკო ხარობს, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს ფილმ "ავატარში" მოხვდით – მიდამო ზღაპრულად კაშკაშებს სოკოებით. წარმოიდგინეთ, ასობით და ათასობით მოკაშკაშე სოკო. ეს ყოვლად უჩვეულო და დაუვიწყარი სანახაობაა.


ზეთისხილის ხის მანათობელი სოკოს ნათების წყარო ენზიმი ლუციფერაზია და ამ ენზიმის ცხოველმოქმედების შედეგად წარმოქმნილი ბიოლუმინესცენცია. ამ ბიოლუმინესცენციის წყალობით ეს სოკო იგივე პრინციპის მიხედვით ანათებს, რა პრინციპის მიხედვითაც შუქს გამოსცემს ციცინათელა.



თუმცა, ნათქვამია, ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არისო და ამიტომ ნურც ზეთისხილის ხის მანათობელი სოკოს ბრწყინვალებას ენდობით: ის ძალიან შხამიანია.




0
35
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0