x
image
ზოგადი განათლება
რა ელით სამედიცინოში ჩამბარებლებს 2020 წელს? მოუწევთ თუ არა მათემატიკის ჩაბარება? რამდენი გამოცდა დაემატება? რომელი საგნების არჩევა შემიძლია?

რა ელით სამედიცინოში ჩამბარებლებს 2020 წელს? მოუწევთ თუ არა მათემატიკის ჩაბარება? რამდენ გამოცდას დაამატებს უნივერსიტეტი?


image

მიმდინარე თემებში გასარკვევად მიჰყევით შესაბამის ბმულებს


>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში

*

>>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება

*

>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება

*

>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს

*

>>> მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება ისევ მოუწევთ – გამოცდები კვლავ ჩატარდება!

*

>>> შესაძლებელია თუ არა მე-12 კლასის გამოცდები წელსვე გაუქმდეს?

*

>>> ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: რატომ არის საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა?...

*

>>> მე-12 კლასელების პროტესტი განათლების სამინისტროს - წაიკითხეთ თუ რა კომენტარებს აკეთებენ ისინი:''ჩვენ ვართ ნარჩენები, რომლებიც რაღაცას ასრულებენ...მასწავლებლები არიან მოხუცები და ბევრი სხვა პრობლემაა..


image



კითხვები, რომლებიც რამდენიმე დღეა ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით კი, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამბარებლებს აინტერებთ:

1.რა ელით სამედიცინოში ჩამბარებლებს 2020 წელს?

2.მოუწევთ თუ არა მათემატიკის ჩაბარება?

3.რამდენ გამოცდას დაამატებს უნივერსიტეტი?

4.თუ სამედიცინოზე ვაბარებ, არ შეიძლება მათემატიკა არ ჩავაბარო და ბიოლოგია ან ქიმია ავირჩიო?

*

ამ კითხვებს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და თსსუ-ს რექტორმა უპასუხეს

image

შეძლებენ თუ არა ისტორიისა და მათემატიკის ნაცვლად სხვა საგნების არჩევას 2020–წლიდან აბიტურიენტები?

გამოცდების ეროვნული ცენტრი:''თუ აბიტურიენტი აბარებს სამედიცინო მიმართულებაზე ის ჩააბარებს სამ სავალდებულო გამოცდას: ქართულში, უცხო ენასა და აუცილებლად მათემატიკაში და დამატებით სამედიცინო უნივერსიტეტის დაადგენს შიდა ბარიერის სახით მეოთხე, მეხუთე, მეექვსე საგანს, ირჩევს ქიმიას, ბიოლოგიას და ა.შ. ეს იქნება საგანი, რომელსაც დაადგენს დამატებით გამოცდად უნივერსიტეტი და ის უნდა იყოს რელევანტური.''

რას ამბობს თსსუ-ს რექტორი ამ საკითხებთან დაკავშირებით?


image

„მთავარია, რომ ეს მოდელი უკეთესი იქნება, ვიდრე არსებული. ჩვენს უნივერსიტეტს ყველაზე მაღალი ბარიერი აქვს დღეს მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ზოგიერთ პროგრამაზე 80% -იანი ბარიერი გვაქვს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია საქართველოს პირობებში. ჩვენ მივესალმებით ამ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს ექნება დამოუკიდებლობა და მას ექნება საშუალება, რომ აირჩიოს თუნდაც სამი გამოცდა დღეს არსებული ოთხის ნაცვლად. სამუშაო შეხვედრაზე დავაყენე საკითხი, რომ სამედიცინო განათლების შემთხვევაში უნდა იყოს ოთხი და ხუთი გამოცდაც, რადგან ეს არის განსაკუთრებული სპეციალობა. გაჟღერდა, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ვინც აირჩევს ჩააბარებს ისტორიას, თუ საინჟინროს აირჩევს აბიტურიენტი მოუწევს მათემატიკის ჩაბარება. იქნებ რაიმე ასეთი იყოს სამედიცინოსთვისაც, ეს ძალიან პოპულარული მიმართულებაა. კარგი იქნებოდა დაგვეწესებინა სამედიცინო განათლებისთვის მინიმუმ ოთხი გამოცდა და დაგვემატებინა გამოცდა ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია ამ ბლოკიდან. უნარ-ჩვევების გამოცდა საერთოდ არ არის საჭირო ექიმისთვის და ჯობია საბუნებისმეტყველო საგნებით ჩანაცვლდეს. ყოველშემთხვევაში დღეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ზოგადად, მონახაზი მისასალმებელია. ჩვენ არ გვინდა დავრჩეთ დახურულ უნივერსიტეტად, გვინდა, რომ მობილობით შეძლონ გადმოსვლა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც“ - ზურაბ ვადაჭკორია

0
1192
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0