საზოგადოება "მეორე ბავშვს როდის აპირებთ?", "ცოლი არ მოგყავს?" - 6 კითხვა, რომელთაც ზრდილობიანი ადამიანები უბრალოდ არ სვამენ! 2019, 26 იანვარი, 17:03 ისეთი ნიჭის ქონა, რომელიც გეხმარებათ თავისუფლად გააბათ პატარა საუბრები სამსახურსა თუ სამსახურის გარეთ ძალიან საჭიროა. მაგრამ ხშირად ზრდილობიან ადამიანებსაც უჩნდებათ ისეთი კითხვები, რომლებმაც შეიძლება საუბარში უხეხულობა გამოიწვიოს და მეტიც, სრულიად გააქროს საუბრის გაგრძელების სურვილიც. გთავაზობთ 6 კთხვას, რომელიც ხშირად ყველაზე მეტად ხდება უხერხულობის მიზეზი, ამიტომ შემდეგში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, მაშ ასე, დავიწყოთ: 1. ეს დედაშენია?თუ არ იცით, რა ურთიერთობა აქვთ თქვენ წინ მდგომ ადამიანებს, უმჯობესია, არ ეცადოთ გამოცნობა და არ დაასახელოთ ვარიანტები. თქვენმა დასკვნებმა შესაძლოა უხერხულობა გამოიწვიოს. შენი დაა/ძმა/ქალიშვილი/ვაჟი?რა ურთიერთობა გაქვთ? რა ხდება ამ კითხვების შემდეგ: შესაძლოა და დედად გამოიყვანოთ, ან უარესი, შეყვარებული ვაჟიშვილად და ა.შ. ამიტომ ეცადეთ მოითმინოთ იქამდე, სანამ ყველაფერი თავად არ გახდება ცხადი. 2. რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?ადამიანებს მოსწონთ ილაპარაკონ საკუთარსა და სხვების ურთიერთობებზე, თუმცა მიუხედავად ამისა, თუ თქვენთან მოსაუბრეები არ ლაპარაკობენ რამდენ ხანს არიან ერთად ან არიან თუ არა ქორწინებაში, უმჯობესია, ამის შესახებ არც თქვენ ჰკითხოთ. განსაკუთრებით, კითხვა ქორწინების შესახებ, შესაძლოა არასაიამოვნო იყოს წყვილისთვის, რომლებიც ამ საკითხზე ვერ თანხმდება.3. როდის აპირებთ ბავშვის ყოლას?აქვეა რამდენიმე მსგავსი შეკითხვა: მეორეს როდის აპირებთ? გოგო გინდა თუ ბიჭი? ორსულად არ ხართ?ყველა ეს შეკითხვა უხერხულობას იწვევს, თუ თქვენი მოსაუბრე ბავშვებთან ეთადაა, სჯობს მათ ინტერესებზე ჰკითხოთ, თუ ბავშვების გარეშე, რამე უფრო ბუნებრვი თემა შეარჩიეთ. 4. ეს სამუდამოა?მტკივნეული იყო? ნამდვილია?როდესაც მოსაუბრეს კარგად არ იცნობთ, სჯობს ასეთი კითხვები არ დაუსვათ. კოსმეტიკა, გარეგნობა, ამასთან დაკავშირებული შეკითხვები არ არის ზრდილოიანი ახლადგაცნობილ ადამიანთან საუბრისას. 5. რატომ გჭირდება?ჰობი ძალიან კარგი სასაუბრო თემაა, როცა საუბრსთვის მცირე დრო გაქვთ, მაგრამ მაგალითად, შეკითხვა, რატომ არის საჭირო 5 ძაღლის ყოლა, ანდა რატომ აქვს თქვენთან მოსაუბრეს ასეთი ძვირადღირებული გატაცებები, ნამდვილად არ არის სასიამოვნოდ საპასუხო. ასეთი კითხვები იგივდება იმასთან, რომ თქვენ მოსაუბრეს სულელად მიიჩნევთ.6. რამდენი დაგიჯდა?ადამიანები ნაკლებად ეკითხებიან მოსაუბრეს, თუ თვეში რამდენს გამოიმუშვებენ, თუმცა არანაკლებ აინტერესებთ. ამიტომ ასეთი ირიბად დასმული შეკითხვებიც უხერხული და არაზრდილობიანია. რჩევები, როგორ ავარიდოთ თავი უხერხულ კითხვებს: 1. შეცვალეთ თემა 2. უპასუხეთ მოკლედ 3. საერთოდ არ უპასუოთ კითხვას295 2-ს მოსწონს
|