x
image
natia.a
ისტორიული ფოტოები, რომლებზეც ახსნის გარეშე ვერაფრით გიგებთ რა ხდება
image

კარგია, რომ კაცობრიობამ ფოტოგრაფიის გარდა ასოებიც გამოიგონა, რადგან რომ არა სიტყვიერი ახსნა, ძალიან ძნელი, ან თითქმის შეუძლებელი იქნებოდა იმის გაგება, თუ რა ხდება ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებზე.


1. თეთრი ადამიანების კარუსელზე ქანაობა


image


1920-იან წლებში დაიწყო მოღვაწეობა მეორე სეზონის კუ-კლუს-კლანმა (პირველი კლანი 1860-იან წლებში დასრულდა). ორგანიზაცია არც სარეკლამო კამპანიებს ერიდებოდა. აი, ერთ-ერთი მათგანიც: ფოტო გადაღებულია კოლორადოს შტატში, კენიონ-სიტიში ბაზრობაზე, 1928 წელს. სადღესასწაულო თეთრ სამოსში გამოწყობილმა ადგილობრივი კუ-კლუს-კლანის წევრებმა "ეშმაკის ბორბალზე" გადაიღეს ფოტო. სავარაუდოდ, ამ ყველაფერზე ადგილობრივი გუბერნატორის თანხმობაც იყო, რომელიც იმ დროს"ვამპირების" რიგებში ახალი შესული იყო (ასე ეწოდებოდათ კუ-კლუს-კლანის რიგით წევრებს).



1920-იან წლებში აშშ-ს ტერიტორიაზე კუ-კლუს-კლანის 6-დან 9 მილიონამდე წევრი ცხოვრობდა, თუ არ ჩავთვლით კიდევ "ქალთა კუ-კლუს-კლანს" და "ბავშვთა კუ-კლუს-კლანს", რომელშიც 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდები შედიოდნენ.


2. ფანჯარაზე ჯოხით კაკუნი



image



"გამღვიძებლის" პროფესია ინგლისში საწარმოო რევოლუციასთან ერთად გაჩნდა. ისინი დადიოდნენ მითითებულ მისამართებზე და აღვიძებდნენ მძინარე ადამიანებს, რათა ქარხანაში სამუშაოზე არ დაეგვიანათ. პროფესია არსებობდა 1920-იან წლებამდე. შემდეგ კი ჯოხიანი ადამიანები მაღვიძარა საათებმა შეცვალა.

ზოგჯერ გამღვიძებლებს მაღალ სართულებზე მცხოვრები ადამიანების გაღვიძება უხდებოდათ, ამისთვის ისინი გრძელ ჯოხს უკაკუნებდნენ ფანჯარაზე მანამ, სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ დამქირავებელმა გაიღვიძა.


3. საღი აზრის განადგურება



image

მაინც ვინ არიან სახურავზე ასული ეს ადამიანები, თეთრ ალმებს რომ აფრიალებენ? 1958 წელს, მაომ გამოაცხადა, რომ ჩინელი ხალხის მთავარი მტერი არიან... ბეღურები, რომლებიც მშრომელ ხალხს მარცვლეულს პარავენ და რომ ჩინეთის ყოველმა მოქალაქემ გარკვეული რაოდენობით ბეღურა უნდა მოკლას ყოველდღე. ასე რომ, მთელი მოსახლეობა მაშინვე დაიძრა ჩიტების დასახოცად.

ნადირობას აადვილებდა ის ფაქტი, რომ ბეღურას, თავის ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, არ შეუძლია ჰაერში 15 წუთზე მეტხანს გაჩერება. მისთვის აუცილებელია სადმე გაჩერდეს და დაისვენოს. სწორედ ამ დროს, ჩინელები აშინებდნენ ფრინველებს ჯოხებზე ჩამოცმული ნაჭრებით და არ აძლევდნენ დასვენების საშუალებას. სულ მალე კი, საცოდავი დაქანცული ჩიტები მათ ფეხებთან ეცემოდნენ. რამდენიმე დღეში შანჰაისა და პეკინში მილიონამდე ბეღურა იქნა გადაგდურებული. რამდენიმე თვეში კი ჩინეთში საერთოდ მოისპო ბეღურები.


და დაიწყო ახალი პრობლემები. ბეღურების არარსებობის გამო გამრავლდა მწერები და ჭიები, რომლებმაც მოსპო მოსავალი. მომდევნო წელს მარცვლეული ჩინეთში თითქმის არ იყო. სამაგიეროდ იყო შიმშილი, რომელიც თავისი მასშტაბურობით მეორე მსოფლიო ომს შეედრებოდა. დაიღუპა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი. კანიბალიზმის შემთხვევები იმდენად ყოველდღიური გახდა, რომ პატარა ბავშვებს გარეთ უმეთვალყურეოდ ვერ უშვებდნენ.


4. პირველი ზარბაზნები



image

პირველი შეხედვისას შეიძლება უზარმაზარი ტელესკოპები გეგონოთ, შემდეგ შეიძლება გიგანტურ ყურის აპარატებად ჩათვალოთ. მაგრამ თუ კიდევ უფრო ყურადღებით დააკვირდებით... თუმცა ალბათ ვერც მაშინ მიხვდებით, სინამდვილეში რა არის ასახული ამ შავ-თეთრ ფოტოზე. სინამდვილეში, თქვენ წინაშეა სეტყვის საწინააღმდეგო ზარბაზნების გამოფენა, რომელიც 1901 წელს ლიონში ჩატარდა.

სეტყვის საწინააღმდეგო ზარბაზნების მოქმედების სქემა მარტივია: მილში ხდება ჰაერთან შერეული აცეტილენის აფეთქება, რის შედეგადაც აფეთქების ტალღა გამოდის საკვამურიდან, აზიანებს ღრუბლებს და ხელს უშლის სეტყვის წარმოქმას. ყველაზე საინტერესო კი ის, არის, რომ სეტყვის საწინააღმდეგო ზარბაზნების ეფექტურობა თუ არაეფექტურობა დღემდე არ არის დამტკიცებული.


5. ვირთხების მეფეები


image

50 წლის წინანდელ ევროპაში რომ გეცხოვრათ, ხშირად შეხვდებოდით საკანალიზაციო ლუქებიდან ამოსულ, გახარებულ ადამიანებს, რომლებსაც ხელში ვირთხები ეჭირათ. XX საუკუნის დასაწყისში მათ "ვირთხების დამჭერები" ეწოდებოდათ და ამ საქმიანობაში ანაზღაურებას იღებდნენ.

თუმცა სამუშაო საკმაოდ სარისკო იყო: გარდა იმისა, რომ მთელი დღე სიბინძურესა და ნესტში უხდებოდათ ყოფნა, ზოგჯერ ვირთხები წინააღმდეგობასაც უწევდნენ და კბედნენ ხოლმე.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. გოგონა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ასობით ადამიანი გადაარჩინაimage


2. იცით, ვინ არის ეს ბიჭი? - რა საიდუმლოებები იმალება იდუმალი ფოტოების მიღმაimage

3. აკრძალული ფოტოები, რომლებიც "დრონით" არის გადაღებული - ეს არავის უნდა ენახა!image


4. "სტოკჰოლმის სინდრომი" - სკანდალური მძევლობის ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრაimage


5. პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკაimage


6. როგორ ერთობიან რუსეთის დუმაში - დაუჯერებელი ფოტოები!image


7. ეს ყოველდღიური ფოტოები სსრკ-ში აკრძალული იყო - იცით რატომ?image




0
667
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0