x
image
natia.a
პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა
image

პოლიტიკოსები გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. ამიტომ ქცევები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის სრულიად უწყინარია, მათ დიდი სკანდალის ფასად უჯდებათ. ქვემოთ გთავაზობთ ცნობილ პოლიტიკოსთა ფოტოებს, რომლებიც სკანდალების საფუძველი გახდა.


პრინცი უილიამი, კეიტ მიდლტონი და ლებრონ ჯეიმსი, დეკემბერი, 2014 წ.


image

ამერიკელი კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, რომელიც "კლივლენდ კავალიერსში" თამაშობს, მხილებული იქნა სამეფო ეტიკეტის დარღვევაში კემბრიჯის ჰერცოგინიასთან, კეიტ მიდლტონთან ურთიერთობაში. ფოტოსთვის პოზირებისას ჯეიმსმა კეიტს მხარზე ხელი მოხვია, რაც, ცხადია, პროტოკოლით სრულიად მიუღებელია. გაკვირვებულმა მიდლტონმა უბრალოდ გაიღიმა, მისმა მეულემ კი ყურადღება არ მიაქცია მომხდარს და თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერაფერი შეამჩნია.



ჯონ მაკკეინი 2008 წ.


image

ეს კი აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ლეგენდარული ფოტოა. მაკკეინის ფოტო გადაღებულია ბარაკ ობამასთან დაძაბული ტელედებატების შემდეგ. ენაგამოყოფილი მაკეინის ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, პოლიტიკოსი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა და სოციალურ ქსელში მემის სტატუსიც მიიღო.



ბარაკ ობამა, პენ ლიუანი და ვლადიმერ პუტინი, ნოემბერი, 2014 წ.


image

APEC-ის შემოდგომის სამიტზე პეკინში საკმაოდ ციოდა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, კორეის სახალხო რესპუბლიკის პირველ ლედის თბილი მოსასხამი მოახურა. მან ჩათვალა, რომ ამგვარად ზრდილობიანობა გამოიჩინა პენ ლიუანის მიმართ. ამ დროს კი ქალბატონის მეუღლე, კორესის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, სი ცზინპინი აშშ-ს პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან საუბრით იყო დაკავებული. ქალბატონმა მიწოდებული მოსასხამი ღიმილით მიიღო, თუმცა თითქმის მაშინვე გადასცა იგი პერსონალს. სამაგიეროდ, მცველმა პირველ ლედის მისივე პალტო მიაწოდა.



დედოფალი ელიზაბეტ II და მიშელ ობამა, აპრილი 2009 წ.


image

დედოფალ ელიზაბეტ II-თან შეხვედრისას ბუკინგემის სასახლეში აშშ-ს პირველმა ლედიმ აშკარად დაარღვია პროტოკოლი იმით, რომ დედოფალს გადაეხვია. ინციდენტი შეხვედრის ბოლოს მოხდა. უძველესი ბრიტანული ტრადიციის მიხედვით, დედოფალთან შეხება სასტიკად არის აკრძალული. თავად დედოფალს კი შეუძლია ნებისმიერ თავის ქვეშევრდომს შეეხოს და ამისთვის იგი ხელთათმანებს იცვამს.


ლორა ბუში, ვლადიმერ პუტინი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ლუდმილა პუტინა, 2006 წ.


image

2006 წელს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აშშ-ში "დიდი რვიანის" სამიტზე ჩავიდა მეუღლესთან, ლიუდმილა პუტინასთან ერთად. აგარაკზე "დანბარ ჰაუზში" შეხვედრისას უმცროსმა ჯორჯ-ბუშმა მისაღებად ჩათვალა კოლეგის მეუღლის გადაკოცნა მისალმების ნიშნად. პუტინმა კი, თავის მხროვ გადაწყვიტა, მკაცრად დამორჩილებოდა პროტოკოლს და მოკრძალებით ჩამოართვა ხელი ლორა ბუშს.


ბარაკ ობამა, სექტემბერი, 2014 წ.


image

ნატოს გენასამბლეაზე ნიუ-იორკში ჩასული ბარაკ ობამა დამხვედრ საზღვაო ფეხოსნებს ყავის ჭიქით ხელში მიესალმა. არმიის პროტოკოლის მიხედვით, სამხედრო მისალმების დროს აუცილებელია ორივე ხელი თავისუფალი გქონდეს. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, უმჯობესია, მისალმებისგან საერთოდ თავის შეკავება.


უმცროსი ჯორჯ ბუში, ივნისი, 2015 წ.


image

აშშ-ში ყველაზე ცნობილი საპრეზიდენტო სამხედრო მისალმებად დარჩა უმცროსი ჯორჯ ბუშის ჟესტი. ამ მომენტში მთავარსარდლის ხელები უბრალოდ დაკავებული აღმოჩნდა...საყვარელი ძაღლით.


ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი, იანვარი, 2007 წ.


image

ვლადიმერ პუტინის ძაღლი, ლაბრადორი სახელად კონი, სოჭში საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტისა და ანგელა მერკელის შეხვედრას ესწრებოდა და გერმანიის კანცლერი გვარიანად შეაშინა. როგორც შემდეგ დასავლეთის პრესა წერდა, პუტინს არ შეეძლო, არ სცოდნოდა ძაღლების მიმართ გერმანელი ფრაუს შიშის შესახებ. მართლაც: მერკელი შესამჩნევად აღელდა კონის დანახვაზე. ხოლო, როცა ძაღლი აუჩქარებლად გაემართა ფოტოკორესპონდენტებისაკენ, კანცლერმა წარმოთქვა: "ახლა ნამდვილად შეჭამს ჟურნალისტებს".

ბარაკ ობამა, იაპონიის იმპერატორი აკიხიტო და იმპერატრიცა მიშიკო, ნოემბერი, 2009 წ.


image

აშშ-ს პრეზიდენტის კრიტიკოსებმა გვარიანად მოიფხანეს გული, როცა ობამა ტოკიოში ვიზიტის დროს იაპონიის იმპერატორის, აკიხიტოს წინაშე დაიხარა. მათი აზრით, პრეზიდენტის ჟესტი უსიტყვოდ ამტკიცებდა იმას, რომ მისი მმართველობის დროს აშშ აშკარად დასუსტდა. ობამას შეახსენეს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა არ უნდა აღიაროს მეფეებისა და იმპერატორების ავტორიტეტი. თავად ობამა კი პირველად არ აღმოჩნდა ამგვარ სიტუაციაში: 2009 წლის აპრილში იგი ამავე ჟესტით მიესალმა საუდის არაბეთის მეფეს, აბდულას. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ობამას მოქმედება პროტოკოლის ჩვეულებრივ დაცვად გამოაცხადა.


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიანლუნი, დეკემბერი, 2005 წ.


image

ბერლინში ერთ-ერთი ოფიციალური საზეიმო ღონისძიების დროს, სინგაპურის პრემიერ მინისტრი ლი სიანლუნი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან "გაიქცა". პროტოკოლის მიხედვით, პოლიტიკოსებს ხალიჩაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა გაევლოთ სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული მუსიკის თანხლებით.

მუზა ბინტ ნასერი, 2002 წ


image

2002 წელს, მუზა ბინტ ნასერი, ყატარის ემირის, ხამად ბენ ხალიფ ალ ტანის მეორე ცოლი, პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე სახედაუფარავად, რითაც უხეშად დაარღვია ისლამის მოთხოვნები. მისმა ამ ქმედებამ აღშფოთება გამოიწვია ყატარის ხანდაზმულ მოსახლეობაში, ახალგაზრდები კი აღაფრთოვანა. მუზა ბინტ ნასერი, 7 შვილის დედა და ქალთა ემანსიპაციისა და უფლებების დამცველია.

ელიზაბეტ II და ლიუდმილა პუტინა, ივნისი 2003 წ.



image

ლონდონში ჩატარებულ ღოონისძიებაზე რუსეთის პირველი ლედის ჩაცმულობა განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა და აღაშფოთა დრეს-კოდის ექსპერტები. საქმე ის არის, რომ ლიუდმილა პუტინას ქუდი გაცილებით აღემატებოდა ზომითა და მორთულობით მონარქის თავსაბურავს, რაც სრულიად მიუღებელია.

ნიკოლა სარკოზი, კარლა ბრუნი, სვეტლანა მედვედევა და დიმიტრი მედვედევი, მარტი, 2010 წ.


image

ელისეის სასახლეში, ვახშამზე მიწვეულ რუსეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედის საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე ბიუსტჰალტერის გარეშე დახვდა. ეს, ცხადია, ოფიციალური დრეს-კოდის უხეში დარღვევა იყო. თუმცა ალბათ გასაკვირი არ არის ყოფილი მოდელის, მომღერლისა და ბოჰემური ცხოვრების წარმომადგენლისთვის...

სილვიო ბერლუსკონი და ანგელა მერკელი, 2008 წ.


image

ტრიესტში სამიტზე მყოფი იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს გაეხუმრა. იგი შენობიდან გამომავალ და ავტომობილისკენ მიმავალ მერკელს შეუმჩნევლად ზურგიდან მიეპარა და დაიყვირა "კუ-კუ!". გაკვირვებულმა მერკელმა კი ბერლუსკონის დანახვაზე შესძახა: "სილვიო!".

ბილ კლინტონი, 2012 წ.


image

2012 წლის 25 მაისს აშშ-ს ექს-პრეზიდენტი და ჰილარი კლინტონი ამერიკის საზოგადოებისა და მსოფლიო ტაბლიოდების ყურადღების ქვეშ მოექცნენ მონტე-კარლოში, საქველმოქმედო საღამოზე გადაღებული ფოტოს გამო. სამმა პოპულარულმა პორნო-მსახიობმა სთხოვა ექს-პრეზიდენტს, სურათი გადაეღო მათთან, შემდეგ კი აღნიშნული ფოტო მიკრობლოგზე გამოაქვეყნეს.

ჰილარი კლინტონი 2012 წ.


image

იმავე წლის აპრილში ფოტოკორესპონდენტებმა ჰილარი კლინტონიც გამოიჭირეს კოლუმბიის ქალაქ კარატაჰენაში საერთაშორისო სამიტის შემდეგ ლუდის სმის დროს.

დონალდ რამსფელდი და სადამ ჰუსეინი, 1983 წ.


image

ამერიკელებისთვის ეს ფოტო დაუვიწყარი გახდა. ფოტომ, რომელზეც აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი ხელს ართმევს ერაყის დიქტატორს, სადამ ჰუსეინს, საგრძნობლად შეარყია მისი რეპუტაცია. სურათი გადაღებული იქნა 1983 წელს, როცა რამსფელდი იყო პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ სპეციალურად წარგზავნილი ბაღდადში.

ჯორჯ ბუში, 2003 წ.


image

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში გადაღებული იქნა 2003 წელს, ერაყში დაუგეგმავი ვიზიტის დროს. პრესა საუბრობდა, რომ მადის აღმძვრელი შებრაწული ინდაური, რომელიც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ასე საზეიმოდ მიართვა პრეზიდენტმა, არ იყო ნამდვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.

სარა პეილინი, 2008 წ.


image


2008 წლის ნოემბერში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, სარა პეილინმა, ძველი ამერიკული ტრადიციის მიხედვით, ინდაურების ფერმაში საუკეთესო ინდაური ამოარჩია და "შეიწყალა" (რჩეული უნდა წაეყვანათ ფერმაში, სადაც სიმშვიდეში გაატარებდა სიცოცხლეს და ხელს არავინ ახლებდა). მაგრამ იმ დროს, როცა პეილინი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა, ფერმის თანამშრომელი, მის ზურგს უკან, კმაყოფილი სახით ყრიდა ინდაურებს ხორცსაკეპ მანქანაში.

ჯონ ფავრო, 2008 წ.


image


2008 წელს საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სპიჩრაიტერი, ჯონ ფავრო, ჰილარი კლინტონის მუყაოს გამოსახულებას მკერდზე ეხება.

პრინცი ჩარლზი


image

პრინჩი ჩარლზი ათვალიერებს ბრიტანული არმიის საავიაციო კორპუსის მე-9 პოლკს.

ჯორჯ ბუში, 2002 წ.


image


2002 წლის 13 იანვარს ჯორჯ ბუშს ინციდენტი მიუვიდა. პოლიტიკოსი ტელევიზორის წინ დივანზე იჯდა, ხელში მარილიანი კრეკერები ეჭირა და ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგის თამაშს უყურებდა. მოულოდნელად კრეკერი ყელში გაეჩხირა, გონება დაკარგა, იატაკზე გადმოვარდა და მარცხენა ლოყა დაიზიანა.

მომხდარი ხუმრობის საგნად იქცა როგორც ჟურნალისტების, ასევე თავად ბუშის მხრიდან. "თუ დედაჩემს ჩემი ესმის: "დედიკო, უნდა დამეჯერებინა შენთვის, რომ მასწავლიდი: მარილიან კრეკერებს როცა ჭამ, დაღეჭე სანამ გადაყლაპავო".

თავად კრეკერმა კი მიიღო ზედმეტსახელი "მისტერ სოლტი". 2002 წლის 26 მაისს, პარიზში ანტიამერიკული დემონსტრაციის დროს, აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები კრეკერის გამოსახულებით.


image

ჯორჯ ბუში უფროსი


image

შვილს არაფრით ჩამოუვარდებოდა უფროსი ჯორჯ ბუშიც. ავსტრალიის დედაქალაქში ლიმუზინით ჩავლისას, აშს-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დემონსტანტებს უჩვენა "Victory"-ს ნიშანი, რამაც შეკრებილები საშინლად გააბრაზა და იგივე ნიშნით უპასუხეს სტუმარს. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეიტყო ბუშმა, რომ აღნიშნული ნიშანი ადგილობრივებისთვის შეურაცხყოფას ნიშნავდა, და ავსტრალიელებს ბოდიში მოუხადა.

ვიქტორ იანუკოვიჩი


image


არაერთი კონფუზი მოუვიდა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს. ერთხელ კვერცხი ესროლეს, რომელიც პიჯაკზე მოხვდა, პრეზიდენტი მიწაზე დაეცა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში და მთელი საპრეზიდენტო კამპანიის მანძილზე ხუმრობის საგნად იქცა.

კიდევ ერთი კურიოზი მოხდა უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების გვირგვინის დადებისას, კიევში, 2010 წლის 17 მაისს. როცა პრეზიდენტი მუხლის მოყრის ადგილთან მივიდა, ქარმა გვირგვინი პირდაპირ იანუკოვიჩის დახრილ თავზე დაახეთქა.


image


ბორის ელცინი, 1994 წ.


image

1994 წელს, აგვისტოს დასასრულს, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს, რომლის თემა იყო რუსული სამხედრო ძალების ცალმხრივად გამოყვანა, ნასვამმა ელცინმა ტელეკამერების წინ ორკესტრისთვის დირიჟორობა სცადა. აღნიშნული შემთხვევა არაერთგზის იქნა გაშუქებული ტელევიზიებით.

ჟან კრეტიენი, 1999 წ.


image

კანადის პრემიერ-მინისტრს, ჟან კრეტიენს, 1999 წლის აგვისტოში, ქუჩის კალათბურთში კოსოვოდან დევნილებთან ამხანაგური თამაშის დროს, ფეხები ერთმანეთში გადაეხლართა და სამარცხვინოდ გაიშხლართა ძირს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი


image

სტამბულში გრანდიოზული პარკის გახსნისას, მთავარ მოვლენად უნდა ქცეულიყო ცხენზე ამხედრებული თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოჩენა. შედეგად, პრემიერის მცდელობა, ცხენზე აღმართულიყო, ჩამოვარდნით დასრულდა.

ბარაკ ობამა, 2012 წ.


image

2012 წლის 24 აპრილს, კოლორადოს უნივერსიტეტის სტუდენტმა, კოლბი ზერბესტმა იოგურტი დადო მიწაზე, რათა ხელი ჩამოერთმია პრეზიდენტისთვის, ამ დროს კი ვიღაცამ შემთხვევით ფეხი წაჰკრა ჭიქას.

მიხეილ სააკაშვილი, 2009 წ.


image


2009 წლის შემოდგომაზე, პრესასთან ურთიერთობის დროს, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უცნობმა პირმა ფეხსაცმელი ესროლა. ნასროლი სააკაშვილს პირდაპირ შუბლში მოხვდა.

ერთი წლით ადრე მიხეილ სააკაშვილს უკვე "სახელი ჰქონდა განთქმული" საკუთარი ჰალსტუხის "ჭამით".


image


ვლადიმირ ჟირინოვსკი, 2013 წ.


image

2013 წლის 30 იანვარს, კიევში პრესკონფერენციაზე, უკრაინელმა სტუდენტმა, ტატიანა ლიხოდეევამ ვლადიმირ ჟირინოვსკის კომბოსტოს მწნილი ესროლა და დაიყვირა: "უკრაინოფობი! დიდება უკრაინას."

ჯიმი კარტერი, 1979 წ.


image

აშშ-ს პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს 1979 წლის 28 აგვისტოს საკმაოდ სახიფათო ინციდენტი შეემთხვა. იგი ნავში იჯდა და თევზაობდა, როცა, მოულოდნელად, თავს დაესხა კურდღელი. როგორც გაირკვა, იგი მისდევდა ქვეყნის პირველ პირს, "აგრესიულად ხროტინებდა, ხტებოდა წყლიდან და ნავს მისდევდა ცურვით."

კარტერი ირწმუნებოდა, რომ ნიჩაბი წყალზე დაარტყა და ტალღის საშუალებით თავიდან მოიშორა კურდღელი. თუმცა აღნიშნული შემთხვევა ბევრი ხუმრობისა და დამცინავი კომენტარის საბაბი გახდა. The Washington Post-ში ინციდენტს კარიკატურა მიუძღვნეს ფილმ "ყბების" პაროდიული პოსტერის სახით, ოღონდ დასახელება "თათები"-თ იყო შეცვლილი.


image


დონალდ ტრამპი, 2016 წ.


image

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ჟურნალ Time-ის ფოტოსესიისთვის ოფისში მიუყვანეს არწივი, სახელად ძია სემი. ძალიან მალე აშკარა გახდა, რომ ფრინველს სულაც არ სურდა ტრამპის გამარჯვება. თავიდან არწივმა ფრთა გადაუსვა თავზე ტრამპს და ვარცხნილობა გაუფუჭა.
image

შემდეგ კი, როცა ფოტოგრაფმა სთხოვა დამჯდარ ტრამპს, ფრინველთან ახლოს მიწეულყო, ძია სემი შეეცადა ხელი დაეკორტნა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. საბოლოოდ, ტრამპიც და თავნება არწივიც მოხვდნენ ჟურნალის გვერდებზე.


ანგელა მერკელი, 2016 წ.


image

გერმანიის 51 წლის კანცლერის პიკანტურმა ფოტოებმა მერკელის სამშობლოში პროტესტი გამოიწვია. ბრიტანული The Sun-ის რეპორტიორებმა შეძლეს ზურგიდან გადაეღოთ გერმანელი პოლიტიკოსი იტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საცურაო კოსტიუმის გამოცვლის დროს.

ფრანსუა ოლანდი, 2014 წ.


image

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ცნობილ მსახიობ ქალთან "შეუსწეს". გაირკვა, რომ ამ ურთიერთობით პოლიტიკოსი იმდენად იყო თავბრუდახვეული, რომ უსაფრთხოების ზომების მიღება სულ დაავიწყდა.
image

ჰილარი კლინტონი, 2016 წ.

image

ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდტს, ჰილარი კლინტონს კიბეებზე ასვლისას საარჩევნო შტაბის თანამშრომლები ეხმარებიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყოფილი პირველი ლედის ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოების ყურადღებას იქცევს. პრაიმერიზის დროს ბევრმა ამომრჩეველმა დააფიქსირა ხველის შეტევები, რომლებიც ხშირად ხელს უშლიდა კლინტონს საარჩევნო სიტყვის წარმოთქმაში.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს "ფრთიანი" ფრაზა ყველამ იცის, მაგრამ რომელ ქართველ პოლიტიკოსს ეკუთვნის? - ტესტიimage

2. ნატოს ქვეყნების პირველი ლედების ამ ფოტომ მსოფლიო აალაპარაკა - კარგად დააკვირდით!image


3. როგორ ერთობიან რუსეთის დუმაში - დაუჯერებელი ფოტოები!image

4. შეცდომა სსრკ-ს გერბზე, რომელიც 14 წლის მანძილზე ვერავინ შენიშნა! -დაუჯერებელია!image


5. II მსოფლიო ომის გასაიდუმლოებული ფოტოები - რას უმალავდნენ ხალხსimage


6. რა იყო ნახატზე, რომლის გამოც სტალინმა გუდიაშვილი კინაღამ დასაჯა - დააკვირდით!image


7. იცით, რატომ ატარებდა პრინცესა დიანა ორ საათს ერთ ხელზე? - საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ახლა გაირკვაimage

3
11404
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
11404
  
2018, 8 აგვისტო, 3:48
მიშა ცინგლიანი? იმ წუთას ის ან უხელიძე მაგიტომ მოკლესმთავარსარდაოლი იყო მიშიკოს დედა ხე გვლეჯიასის და კიდე ვინც მოხვალტლ. ვერ ვგაიგე???????????? მოდი ბდა აგ9ხსნი
2018, 7 აგვისტო, 16:11
კორეის სახალხო რესპუბლიკის მეთაური ლი სინპინია? ეგ ხომ ჩინეთის კომპარტიის პირველი მდივანია?კორეის კიდევ კიმ ჩენ ინია...ოეეე....
2018, 7 აგვისტო, 14:08
ცინგლიანი მიშას სურათიც დადათ, გორში რუსის თვითმფრინავის რომ შეეშინდა და ასვალტი ცხვირით ხახა
0 1 3