x
image
natia.a
"სტოკჰოლმის სინდრომი" - სკანდალური მძევლობის ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
image



ტერმინი "სტოკჰოლმის სინდრომი" ნიშნავს ფსიქიკურ მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანი, რომლის მიმართაც ძალადობა ხორციელდება, აგრესორის მიმართ შიშისა ან ზიზღის მაგივრად სიმპატიითა და თანაგრძნობით იმსჭვალება. ამგვარ მდგომარეობას საფუძვლად ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი უდევს. თავად ტერმინი პირველად გამოიყენა ფსიქიატრმა და კრიმინალისტმა, ნილსომ ბეიერუტმა Kreditbanken-ის ძარცვისა და მძევლების აყვანის გახმაურებული საქმის გაანალიზების დროს.

1973 წლის 23 აგვისტოს ციხიდან გაქცეული დამნაშავე, იან-ერიკ ოლსონი ძარცვის მიზნით შევიდა სტოკჰოლმის ცენტრში, ნორმალმსტორგის მოედანზე მდებარე ბანკის შენობაში და დაიყვირა: "გართობა მხოლოდ ახლა იწყება".



image




მძარცველმა მძევლად აიყვანა სამი ქალი - ბირგიტა ლუნდბლანი, კრისტინ ენმარკი და ელისაბეტ ოლდგრენი - და ერთი მამაკაცი, სცენ სეფსტრომი. მძევლად ყოფნა 131 საათი გაგრძელდა. მძევლებს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა და ბანკის საცავში შეიყვანა.

დამნაშავემ მოითხოვა თავისი მეგობრისა და თანამზრახველის, კლარკ ულოფსონის მოყვანა. ასევე ითხოვდა სამ მილიონ შვედურ კრონს, ორ ცალ იარაღს, ჯავშანჟილეტებს, ჩაფხუტებსა და სწრაფ ავტომობილს.

image

ფოტო გადაღებულია პოლიციის მიერ 1973 წლის 26 აგვისტოს, მძევლად ყოფნის მე-4 დღეს.

კლარკ უოფსონი მეორე დღესვე მოიყვანეს. ოლსონმა მოითხოვა მანქანა, რათა გაქცევა მოეხერხებინა, მაგრამ მას უარი უთხრეს. იმავე დღის ნაშუადღევს დამნაშავე დააკავშირეს მოქმედ პრემიერ-მისტრთან, ულოფ პალმიესთან. ერთ-ერთმა მძევალმა, კრისტინ ენმარკმა სატელეფონო საუბრის დროს თქვა: "თქვენ გულს მტკენთ, მე არ მეშინია ამ ორი მამაკაცის, ისინი ჩვენ გვიცავენ ". უფრო მეტიც, იგი ითხოვდა, ნება მიეცათ, რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო მძარცველებთან. გოგონას ამ მოქმედებამ მთელი შვედეთი და მოგვიანებით მთელი მსოფლიო საგონებელში ჩააგდო.

image
სნაიპერები იმ ბანკის წინ, რომელშიც მძარცველებს მძევლები ჰყავდათ ავანილი.



მძევლების აყვანიდან მესამე დღეს რადიოარხებით გადასცეს, რომ პოლიცია აპირებდა შენობის კედელში ხვრელის გაკეთებას, რათა "გაზით შეტევის" განხორციელების საშუალება ჰქონოდა. ცხადია, რადიოს დამნაშავეებმა და მძევლებმაც მოუსმინეს. 28 აგვისტოს იან-ერიკ ოლსონმა მოთმინება დაკარგა, ჭერში სროლა დაიწყო და პოლიციელი დაჭრა.



image
მძევლების აყვანის მე-4 დღეს, ბანკის ირგვლივ ჩასაფრებული პოლიციელები.



იმ დროს მძევლები სრულიად ემორჩილებოდნენ გამტაცებლებს, ასრულებდნენ მათ ყველა მოთხოვნას და მათში სიმპატიასაც კი იწვევდნენ. მოგვიანებით ოლსონმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მძევლები "ისე იქცეოდნენ, რომ უბრალოდ არ შეგვეძლო მათი მოკვლა". თავის მოგონებებში ოლსონი წერს: "რამდენჯერმე მძევლები თავად დაგვიდგნენ ცოცხალ ფარად ისე, რომ პოლიციელებს არ შესძლებოდათ ჩვენი დახოცვა."

9 საათზე გაზით შეტევა როგორც იქნა დაიწყო. აგენტებმა შეძლეს ბანკის შენობაში შეღწევა და დამნაშავეების გაუვნებელყოფა. გათავისუფლების ოპერაციის დროს კრისტინ ენმარკმა დაიყვირა: "ხელი არ ახლოთ, მათ ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ." ბანკიდან გამოსვლისას კი, ასობით კამერის წინაშე მან კლარკ ულოფსონს დაუყვირა: "მომავალ შეხვედრამდე."



image
იან-ერიკ ოლსონის დაკავება.



ენმარკისა და სხვა მძევლების ამგვარმა ქცევამ ქვეყანა საგონებელში ჩააგდო. "მე მათი აღარ მეშინია, მაგრამ მეშინია პოლიციელების", - განაცხადა ენმარკმა. ელისაბეტ ოლდგრენი კი მოგვიანებით გამოტყდა, რომ ოლსონს "ძალიან კეთილად" თვლიდა, რადგან იატაკზე დაწოლილს საშუალება მისცა, ემოძრავა. სეფსტრომმა კი განაცხადა, რომ მადლობელიც კი იყო გამტაცებლების. "როცა ოლსონი კარგად გვექცეოდა, თითქმის ღმერთად ვთვლიდით."



image



იან-ერიკ ოლსონს (ფოტოზე) ამნისტია შეეხო ციხეში გატარებული 8 წლის შემდეგ. თუმცა ძველი საქმიანობა არ მიატოვა, რის გამოც საერთაშორისო ძიებაშიც კი იმყოფებოდა და იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ტაილანდში გადასულიყო. სხვათა შორის, ციხეში ყოფნისას ოლსონი უამრავ წერილს იღებდა თაყვანისმცემელი ქალბატონებისგან - სწორედ ერთ-ერთ მათგანზე დაქორწინდა იგი მოგვიანებით.



image
აირწინაღებიან პოლიციელებს გამოჰყავთ ბორკილებდადებული ოლსონი.



"გათავისუფლების შემდეგ მრავალი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ჩვენი დაკითხვა, მაგრამ არავის არ აინტერესებდა ჩვენი სურვილები და საჭიროებები. მხოლოდ სტოკჰოლმის სინდრომზე გვეკითხებოდნენ", - იხსენებდა ენმარკი. მოგვიანებით გოგონამ ბანკში სამსახურს თავი დაანება, სოციოლოგია შეისწავლა და ფსიქოთერაპევტი გახდა. მანვე დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი "მე სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა" (I Had Stockholm Syndrome).

ენმარკმა აღიარა, რომ ერთ-ერთი დამნაშავის - კლარკ ულოფსონის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები ჰქონდა. მძევლად აყვანიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი იგი რეგულარულად აკითხავდა გამტაცებელს ციხეში და წერილებს უგზავნიდა.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ მიჰყიდა დავით აღმაშენებლის ცოლმა ქართული ჯვარი ევროპელებს - უცნობი ისტორიაimage


2. რა იყო ნახატზე, რომლის გამოც სტალინმა გუდიაშვილი კინაღამ დასაჯა - დააკვირდით!image


3. ამ ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის დაბომბვის მიზეზი გახდა - უცნობი ისტორიაimage


4. 10 სამხედრო ოპერაცია, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლოimage


5.II მსოფლიო ომის გასაიდუმლოებული ფოტოები - რას უმალავდნენ ხალხსimage


6. ვინ იყო სინამდვილეში სტალინის შვილი და რა აკავშირებდა მას სადამ ჰუსეინთან - სიმართლე, რომელსაც დიდხანს image


7.გერმანელი ტყვის უცნაური საქციელი დახვრეტის წინ - ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებსimage

0
894
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0