საზოგადოება ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი 34 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა ( რას წერენ სოციალურ ქსელში ლევან ჩხაიძის გარდაცვალებაზე კოლეგები და პოლიტიკოსები ) 2019, 21 იანვარი, 16:02
წყაროს ინფორმაციით, ტელეწამყვანი მივლინებით ბუდაპეშტში იმყოფებოდა.დაწვრილებითი ინფორმაცია მომხდარზე ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ, რომ ლევანს გულის პრობლემები ჰქონდა და ის ეგრეთ წოდებული თრომბით ბუდაპეშტის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს მისსავე კოლეგებმა. რას წერენ სოციალურ ქსელში მისი კოლეგები:Tea Adeishvili გავქვავდი, ვერაფერს ვწერ! დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკებში ეს კიდევ სხვა შოკია!!!! აქედან ცოტა განსატვირთად წავიდნენ და... ჩემს მეგობრებზე ვფიქრობ რა დღეში არიან იქ ????ცალკე და საგანგებოდ ვუსამძიმრებ კოლეგებს ტვ პირველიდან ამ უდიდესს ადამიანურ და პროფესიულ დანაკლისს. რა უნდა ვთქვა
თავზარდამცემია ასეთი ახალგაზრდა, მებრძოლი, ნიჭით აღსავსე საზოგადო მოღვაწის გარდაცვალება. მაგ ტელეკომპანიაში ერთადერთი ლევან ჩხაიძე იყო ის ჟურნალისტი, რომელიც ბედავდა ჩვენს მიწვევას უმწვავეს თემებზეც კი. სამარადჟამო ნათელში ამყოფოს უფალმა.
Vakho Sanaia :((((((((( ყველაზე დაუჯერებელი ამბავი და საშინელი დღე
Gocha Mirtskhulava გული ჩამწყდა - საოცრად კეთილი და კომფორტული ადამიანი.გიორგი გასვიანი არც კი მინდა დავიჯერო და ვერც ვიჯერებ ჯაკოს ამბავს, გული გასკდა, ლევან ჩხაიძე ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.1545 8-ს მოსწონს
|