x
image
natia.a
რას ნიშნავს ნათლისღება და რა ძალა აქვს ნაკურთხ წყალს

image


19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს უძველესი ქრისტიანული დღესასწაული თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე, რომელმაც, თავის მხრივ, წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო საიდუმლო.

მაცხოვრის ნათლისღებისას გამოჩნდა სულიწმინდა მტრედის სახით, მაცხოვარეზე დაშვებული და მამა ღმერთის ხმამ დაადასტურა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. ამ სასწაულის გამო ნათლისღებას ეწოდა მეორე სახელი – განცხადება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ღმერთი სრული სახით გამოჩნდა - წმინდა სამება მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა რა იყო. ამ დღეს კი ნახა – მამა ზეციდან, ძე – წყალში მდგომი და სულიწმინდა მტრედის სახით გადმოსული.


image

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, შემდეგ კი წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ სამლოცველო კუთხეში და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

ძირითადად, მისი მიღება ხდება უზმოზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ავად არის, შეიძლება ჭამის შემდეგაც. არ შეიძლება ნაკურთხი წყლის წყურვილის მოსაკლავად მიღება, ასევე არ შეიძლება ქალებში დედათა წესის დროს დღეებში.



ეკლესიაში ნაკურთხი წყლით განკურნების არაერთი ფაქტი ფიქსირდება.


ნათლისღების დღესასწაულს ზოგ ადგილებში თან ახლავს ტრადიციული განბანვის რიტუალი: ხდება მდინარის ან ტბის კურთხევა, რის შედეგადაც სიცივის მიუხედავად მრევლი ჩადის წყალში.


image


ტრადიციულად, ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს და მიდიან მათთან სტუმრად.


და მაინც, რა არის ნაკურთხი წყალი და რატომ აქვს მას ჩვეულებრივისგან განსხვავებული თვისებები?

ამ საკითხზე არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რომლებმაც დაადასტურა, რომ ნაკურთხი წყალი მართლაც, დიდხანს არ “ფუჭდება” და მას შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება. თუმცა არსებობს წყლის კურთხევის განსაკუთრებული მეთოდი (ე.წ. трёхзвонная вода), რომლითაც ყველაზე რთული დაავადებები იკურნება. ამ მეთოდით წყალს აკურთხებენ სამ მართმადიდებლურ ეკლესიაში, რომელთა ზარის ხმაც არ უნდა სწვდებოდეს ერთმანეთს. მღვდლებს ან ბერებს წყალი მდუმარედ მოაქვთ და შემდეგ ერთმანეთს ურევენ. როგორც ამბობენ, ასეთ წყალს საოცარი აღმდგენი თვისებები გააჩნია!



image



საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა: ნაკურთხი წყალი გაურიეს ჩვეულებრივ წყალში, თანაფარდობით (დაახლ. 10 მლ./60 მლ.). მიუხედავათ იმისა, რომ ნაკურთხი წყალი მცირე რაოდენობით იყო, ანალიზმა ცხადყო, რომ უბრალო წყალი მთლიანად გადაიქცა ნაკურთხ წყლად, როგორც სტრუქტურულად, ისე ბიოლოგიური თვისებებით.

ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები პროფესორისა და მკურნალის, მასარუ ემოტოს ხელმძღვანელობით, რომლებმაც გაყინული წყლის კრისტალები გამოიკვლიეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყლის მოლეკულურ სტრუქტურას ცვლის ადამიანის ენერგია, ფიქრები და, განსაკუთრებით ხმები. საგალობლების, კლასიკური და ხალხური მუსიკის ბგერები წყლის კრისტალს საოცრად ლამაზ გეომეტრიულ ფორმებს აძლევს. ხოლო მძიმე მეტალის, როკის და სხვა თანამედროვე მუსიკის ზემოქმედებისას კრისტალი ძლიერ მახინჯდება.


image


როგორც ჩანს, იგივე ზემოქმედებას განიცდის ადამიანის ორგანიზმიც, რომლის 70% სწორედ წყლისგან შედგება! აქედან გამომდინარე, პროფესორ ემოტოს მიაჩნია, რომ ადამიანს თავად შეუძლია საკუთარი თავის განკურნება, საჭიროა მხოლოდ შეგნებულად გამოიწვიოს სიყვარულისა და სხვა დადებითი ემოციებისათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი პოზიტიური ვიბრაციები.


ასევე საინტერესოა:


1. იცით, სინამდვილეში რა არის საკმეველი და რა სამკურნალო თვისება აქვს? - უძველესი საიდუმლო

image


2. ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის!

image


4. რატომ აცხობენ ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანებს - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. რა კავშირი აქვს წმინდა გიორგის საქართველოსთან და რატომ აღვნიშნავთ გიორგობას 23 ნოემბერს

image


6. ტესტი: რომელი მონასტერია სურათზე? - რამდენად კარგად იცნობთ საქართველოსimage


7. 7 შეკითხვა, რომელიც შობის დღესასწაულის შესახებ ბევრს უჩნდებაimage

1
1324
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1324
  
2019, 19 იანვარი, 20:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1