ვინ არიან გარდაცვლილები და ქართული საზოგადოების გულისამაჩუყებელი გამოხმაურება წუხელ დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე
16 იანვარს დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა და 8 სართულიანი კორპუსის პირველიდან მეექვსე სართულის ჩათვლით შენობა დაზიანდა, რასაც სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა. გარდაიცვალა სამი ზრდასრული და ერთი მცირეწლოვანი ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ სწორედ იმ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა.გარდაცვლილია ბავშვის დედაც - დაზუსტებული ინფორმაციით ძლიერი აფეთქება ფირალაშვილების მრავალსულიან ოჯახში მოხდა.ტრაგედიას ჰყავს დაშავებულებიც, რომელთა რიცხვია 9 ადამიანი, მათ შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვია. იმდენად შემზარავი და გულისშემძვრელი იყო ყოველივე, ადამიანები სხვადასხვა სახის დახმარებებს სთავაზობდნენ დაზარალებულებს და საკუთარ ჭერს, გასართობ ცენტრს და სხვადასხვა სახის დახმარებებს სთავაზობდნენ გადარჩენილ მოსახლეობას.ის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას "ფეისბუქის" მომხმარებლები მთელი ღამის განმავლობაში სთავაზობდნენ.
ჯგუფში "დიდი დიღომი" დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. დაზარალებულებს სთავაზობდნენ თავშესაფარს, ბავშვებისთვის - სათამაშოებს და თბილ გარემოს, საკვებს, საჭიროების შემთხვევაში კი - სისხლს.
ერთ - ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს აღელვებული, შეშინებული და გულდამძიმებული მოსახლეობის სტატუსებს და კომენტარებს.