საზოგადოება ვინ არიან გარდაცვლილები და ქართული საზოგადოების გულისამაჩუყებელი გამოხმაურება წუხელ დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე 2019, 17 იანვარი, 16:50 16 იანვარს დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა და 8 სართულიანი კორპუსის პირველიდან მეექვსე სართულის ჩათვლით შენობა დაზიანდა, რასაც სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა. გარდაიცვალა სამი ზრდასრული და ერთი მცირეწლოვანი ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ სწორედ იმ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა.გარდაცვლილია ბავშვის დედაც - დაზუსტებული ინფორმაციით ძლიერი აფეთქება ფირალაშვილების მრავალსულიან ოჯახში მოხდა.ტრაგედიას ჰყავს დაშავებულებიც, რომელთა რიცხვია 9 ადამიანი, მათ შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვია. იმდენად შემზარავი და გულისშემძვრელი იყო ყოველივე, ადამიანები სხვადასხვა სახის დახმარებებს სთავაზობდნენ დაზარალებულებს და საკუთარ ჭერს, გასართობ ცენტრს და სხვადასხვა სახის დახმარებებს სთავაზობდნენ გადარჩენილ მოსახლეობას.ის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას "ფეისბუქის" მომხმარებლები მთელი ღამის განმავლობაში სთავაზობდნენ. ერთ - ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს აღელვებული, შეშინებული და გულდამძიმებული მოსახლეობის სტატუსებს და კომენტარებს. Tamara Paraskebashvili იცნობდეთ ამ ხალხს ???????? და უამრავი ასეთი პოსტია ამ ჯგუფშიროგორც ირკვევა, გარდაცვლილი სამი ზრდასრული ადამიანიდან ორი მათგანი აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები არ არიან და ერთ - ერთი მათგანი დასთან აწ გარდაცვლილი ნათია ციცვიძესთან სტუმრად იმყოფებოდა. დები ნათია და ნინო ციცვიძეები ადგილზე გარდაიცვალნენ, საუბედუროდ გარდაცვლილია ასევე მისი მცირეწლოვანი ვაჟი.რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, ის 30 წლის მამაკაცი ლევან დავლაძეა, რომელიც კორპუსში ბინის პატრონის გასაღების ასაღებად ავიდა და როდესაც კარები გააღო, სახლი აფეთქდა და მამაკაცი მთელი ძალით კორპუსიდან გადმოაგდო, რომელიც მაშველებს უკვე ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.დღეს 17 იანვარი საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა. 967 4-ს მოსწონს
|