ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ - "აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება".
22 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის
დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ ე.წ. ღორის გრიპი არ ყოფილა და მას სხვა დაავადებაც ერთვოდა თან.
"ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის სალომე ქემაშვილი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი იყო. გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ შეიყვანეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.