x
image
ანა ბეჟაშვილი
"-ჩემ შვილს მდგომარეობა გაურთულდა.. ექიმთან ინციდენტის შემდეგ კლინიკიდან გამოგვყარეს" -რეზი ნასიძის დედა
image

ექიმ­ზე ფიზიკური ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რევაზ ნა­სი­ძე ფილტვების ანთების დიაგნოზით ინფექციურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.
ბრალდებულის მდგომარეობის შესახებ რევაზ ნა­სი­ძის დე­და, თა­მარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე "ინტერპრესნიუსს" ესაუბრა.

„-თქვენ თვი­თონ უმ­კურ­ნა­ლეთ, წაბ­რძან­დით და სხვა­გან იმ­კურ­ნა­ლეთ, სა­დაც გინ­და­თო. გა­მოგ­დე­ბა ჰქვია ამას თუ გა­მოშ­ვე­ბა, რა ვიცი. ამის შემ­დეგ რეზო სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნე, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ყვე­ლა­ზე მშვი­დად სახ­ლში ვი­ყა­ვი. სა­ღა­მოს ცუ­დად იყო, დი­ლით უა­რე­სად გახ­და, სი­თხეს რომ იღებ­და, აღე­ბი­ნებ­და. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და და ინ­ფექ­ცი­ურ­ში წა­ვიყ­ვა­ნე. ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ექ­ნე­ბო­და ჩემი ამ­დე­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ამ­დე­ნი ხანი იყო იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ისე მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტა­რეს იქ. თურ­მე, მთა­ვარ ექიმ­თან მი­ლა­პა­რა­კია, რო­მელ­საც ვკი­თხე, თუ რა მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტა­რეს ჩემს შვილს, ან სი­ცხე რამ­დე­ნი ჰქონ­და, რაც არ იცო­და. ფორ­მა 100-ში ჩა­გი­წერთ, რაც გა­ვუ­კე­თეთ იმას, როცა გაგ­წერ­თო. ისე გა­მოგ­ვყა­რეს იქი­დან, ფორ­მა 100 არც მი­ნა­ხავს.

და­ვამ­ტკი­ცებ, რომ რე­ზის ჰქონ­და თა­ვის ტკი­ვი­ლი. მან მორ­ფი­უ­მი მო­ი­თხო­ვა, ან რამე ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, ოღონდ ეს გა­მი­ყუ­ჩე­თო“ - აცხადებს რეზი ნასიძის დედა.



შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით აწარმოებს.

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0