სხვა რატომ ხედავენ ადამიანები მოჩვენებებს - 5 მეცნიერული მიზეზი 2019, 8 იანვარი, 16:54
თუ იმ ადამიანებს შორის ხართ, ვისაც მოჩვენებების და ყოველგვარი ზებუნებრივის სწამთ, თქვენ მარტოსული არ ხართ. ადამიანების დაახლოებით 18% ასე აკეთებს, ამასთან, ზოგიერთი ირწმუნება რომ მათთან კონტაქტიც კი დაამყარეს. მაგრამ რა უცნობი ძალა გვაიძულებს ვირწმუნოთ, რომ ჩვენს გვერდით რაღაც წარმოუდგენელი ხდება? და ამ ყველაფერს სამეცნიერო ახსნა აქვს?
დღეს „მოჩვენებების არსებობის“ შესახებ 5 ახსნას გთავაზობთ, რომლებიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს.
ინფრახმა ადამიანი 20 000 ჰც-მდე სიხშირის ბგერებს შეიგრძნობს, უფრო მეტი კი ადამიანისთვის ძალიან მაღალია, ღამურებისგან განსხვავებით. მაგრამ 20 ჰც-მდე ნაკლები სიხშირის, რომელსაც ინფრახმას უწოდებენ, ასევე პრობლემები გვექმნება, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი რჩება. 2003 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ კონცერტის მონაწილეების 22%, რომლებიც 17 ჰც-მდე სიხშირის ბგერებს ისმენდნენ, გაურკვეველ შიშსა და ზიზღს განიცდიდნენ. ისეთ მოვლენებს, როგორც მიწისძვრა, ვულკანური აქტიურობა ან ელვა, ინფრახმის გამოცემა შეუძლიათ. უფრო მიწიერი, დიზელის ძრავები, ქარის ტურბინა და ზოგიერთი დინამიკა. ობი ობის სუნთქვა შეიძლება სასუნთქი სისტემისთვის და არა მხოლოდ ძალიან სახიფათო იყოს. მეცნიერები ამბობენ. რომ ობის ზემოქმედებას ზოგჯერ ნევროლოგიური ნიშნები ახლავს, მათ შორის შფოთვა, სიბრმავე და ირაციონალური შიში. ასე რომ, დამთხვევაა რომ ადამიანები მოჩვენებებს ხშირად ძველ სახლებსა და მიტოვებულ შენობებში ხედავენ, რომლებიც ობით არის დაფარული? მეცნიერები ამ თემაზე მუშაობენ, რომ შენობაში არსებულ ობსა და მოჩვენებების არსებობას შორის კავშირი დაინახონ. შეიძლება ძალიან მალე რაღაც საინტერესო რამ გავიგოთ. ნახშირბადის მონოქსიდი როგორც ობის შესუნთქვამ ადამიანებში შეიძლება არ არსებულის დანახვა, მოსმენა და შეგრძნება გამოიწვიოს, მსგავსი ეფექტი დიდი რაოდენობით ახლავს ნახშირბადის მონოქსიდს. ეს უფერო და საკმაოდ ტოქსიკური გაზი ადამიანის ორგანიზმს ნელ-ნელა წამლავს, როცა თავად ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ამჩნევს. სანამ გაზის გაჟონვა აღმოჩენილი იქნება, მან ხმოვანი და მხედველობითი ჰალუცინაციები, მკერდზე ზეწოლა და აუხსნელი შიშის გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს. ერთი პოპულარული ისტორია 1920-იან წლებში ოჯახის შესახებ, რომელიც მოჩვენებათა სახლში გადავიდა, საკმაოდ სახიფათო ამოხსნა ჰქონდა: აღმოჩნდა, რომ ნაბიჯების ხმა, უცნაურო მოძრაობები და ვიღაცის ყოფნის შეგრძნება შენობაში ნახშირბადის მონოქსიდით იყო გამოწვეული, რომელმაც გატეხილი ღუმელიდან გამოჟონა. დარწმუნების ძალა კვლევა აჩვენებს, რომ პარანორმალური გამოცდილების არსებობას უფრო დავიჯერებთ, თუ მოჩვენების გამოჩენის ან მსგავსი უცნაური მოვლენის დროს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი ჩვენს რწმენას მხარს დაუჭერს. იმავე მიზეზით, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან უფრო ირწმუნონ მოჩვენებები, თუ ამ დროს რამდენიმე მონაწილე იყო. თუ უფრო დიდ ჯგუფებზე ვისაუბრებთ, ამატებენ მეცნიერები, მასობრივი ცნობიერება და მასობრივი ისტერია არავის გაუუქმებია. ჰაერის უკმარისობა იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატი სულ უფრო თბილი ხდება, ხოლო კონდიციონერები კიდევ უფრო ძვირი, ოთახები სულ უფრო ხშირად უნდა გავანიავოთ, რომ მოჩვენებები არ დავინახოთ. ექიმები ამბობენ, რომ ჟანგბადის ნაკლებობამ შეიძლება თავბრუსხვევა, ბოდვა და ჰალუცინაციები გამოიწვიოს, ასე რომ ამ ვარიანტის გამორიცხვა არ ღირს. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ უბრალოდ შიშის შეგრძნება მოგვწონს. ნევროლოგები ამტკიცებენ, რომ ამ დროს ადამიანის ტვინი გამოყოფს დოფამინს - ჰორმონს, რომელიც კმაყოფილებასთან არის დაკავშირებული. და ფაქტი, თუ რამდენი დოფამინის რეცეპტორი გაქვთ, გავლენას ახდენას იმაზე, ხართ თუ არა ადამიანი, რომელსაც საშინელებათა ფილმი უყვარს, თუ ადამიანი, რომელსაც მოჩვენებების სწამს და მასთან შეხვედრას ელოდება. ასევე დაგაინტერესებთ: მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს რატომ გვესიზმრება გარდაცვლილები მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა 6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია! “მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს 14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
374 1-ს მოსწონს
|