x
image
Yoona
Mediator image
ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს
image

სახლის სწორად მოსაწყობად ბევრი რამ საჭირო არ არის: კარგი გემოვნება და ცოტა დრო. ინტერიერმა სახლს შეიძლება მოუტანოს როგორც დადებითი ენერგია, ასევე წაგვართვას. რომელი ნივთები აუცილებლად უნდა ჰქონდეს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს სახლში, რომ თავი კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოს?

სახლი საჭიროა იმისათვის, რომ მასში რთული დღის შემდეგ ენერგია აღიდგინოთ. რომელი ნივთები ეხმარება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს ენერგიის აღდგენაში?


image


ვერძი

ცეცხლოვან ვერძს ღია ინტერიერი სჭირდება. ამასთან ის მინიმალიზმის მოყვარულია. ვერძის სახლში ბევრი სანთელი, წითელი ფერის აქსესუარები, ღია ფერის ნათურებია. ასეთ სახლში თავისი ბობოქარ რესურსს ყველაზე უკეთ აღადგენს. რასაც ნაცრისფერ ან შავ ინტერიერზე ვერაფერს იტყვით. აქ თავს დაღლილად და განადგურებულად იგრძნობენ.


კურო

კუროსთვის სახლი არის ციხესიმაგრე, სადაც შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც არის. ის ცდილობს შექმნას მყუდრო ატმოსფერო რბილი მოსაფარებლის, ხალიჩის, ბევრი ბალიშების და ჩუსტების გამოყენებით. მათ გარეშე სამუშაო დღის შემდეგ ენერგიის აღდგენას ვერ მოახერხებენ.


ტყუპები

ტყუპებისთვის ინტერიერი მნიშვნელოვანი არ არის. ის ზოდიაქოს ნიშანი სახლისთვის განკუთვნილი არაა. სახლში მათ დაკავებას მხოლოდ რაღაც მიმზიდველი თუ შეძლებს: საყვარელი წიგნი, საინტერესო თამაში. ეს ყველაფერი გაართობს და მარტოობას არ აგრძნობინებს, შესაბამისად სახლიდან არ გაიქცევა.


კირჩხიბი

კირჩხიბი ნამდვილი სილამაზის მოყვარულია, ამიტომ სახლის სიმყუდროვე მათთვის მნიშვნელოვანია. ისინი სახლს ლამაზი ჭურჭელით, ზღვის პეიზაჟის სურათებით და ლურჯი ფერის ფარდებით ავსებს. ეს ყველაფერი მას სახლში სრულ ენერგიას აგრძნობინებს. მათ ღია ფერის დიზაინი ინტერიერში არ შეესაბამებათ. პასტელურ ფერებში სულიერ ჰარმონიებს ვერ აღიდგენენ.


image

ლომი

ღია და კაშკაშა ლომი ინტერიერში თავის ინდივიდუალურობაზე გიჟდება. ის სახლს უჩვეულო ავეჯით აწყობს, ხოლო სახლის „მეფე“ ხდება - სარბენი ბილიკი ან სატრენაჟორო მოწყობილობა. აქტიური ლომი ფიზიკურ ვარჯიშს გვერდს ვერ აუვლის. ლომისთვის სასურველია ბუხარის ან საღამოობით სანთლის დანთება. ცეცხლი სწრაფად დაგამშვიდებთ და პოზიტიური ენერგიით აგავსებთ.


ქალწული

პრაქტიკულ ქალწულს ძვირადღირებული ავეჯის შეძენა არ უყვარს და სახლს მოდის მიხედვით არ აწყობს. მაგრამ მათ იატაკის საწმენდის, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ჯაგრისების და ოთახის მცენარეების გარეშე არ შეუძლიათ. ისინი კარგ იატაკის საწმენდში, მტვერსასრუტში ფულს ჩადებენ, მაგრამ არა ინტერიერის დეტალებში.


სასწორი

სასწორს ღია ფერები ბინაში არ უყვარს. პასტელური ფერების სახლში მოდუნება არ შეუძლიათ. განსაკუთრებულ ატმოსფეროს ოთახის მცენარეების და სანთლების საშუალებით ქმნიან. მათ სახლში მთავარ ადგილს საძინებელი იკავებს. საძინებელში ბევრი ავეჯი და სხვა ნივთები არასდროს არ უნდა იყოს. ხოლ ლოგინზე კი აუცილებლად თეთრი თეთრეული უნდა გადააფარონ.


image

მორიელი

მდიდრული და ორიგინალური - სწორედ ასე ქმნიან კომფორტს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები. ისინი სიამოვნებით შეიძენენ ანტიკვარიატის ავეჯს, ძვირფას ფარდას, ორიგინალურ ლარნაკს. სახლში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საქანელა. მდიდრულ საცხოვრებელში მორიელი თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობს.


მშვილდოსანი

მშვილდოსანი მოგზაურობაზე გიჟდება. სწორედ ამიტომ მათი სახლი სხვადასხვა ქვეყნის სუვენირებით არის სავსე. თუ მშვილდოსანს მოგზაურობაზე ფულის დახარჯვის შანსი არ აქვს, ის სახლს აავსებს ნივთებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან ასოცირებული იქნება: სომბრერო, სპარსული ხალიჩა, მთის ბროლი. ოღონდ წვრილმანებში ზომიერება უნდა იცოდეთ და მთელი ცხოვრება ამ დეტალებით არ აავსოთ.


image

თხის რქა

შრომისმოყვარე თხის რქა გიჟდება სამზარეულოში ტრიალზე. სწორედ ამიტომ სახლში წმინდა ადგილი არის სამზარეულო. თავი რომ კომფორტულად იგრძნოს, მან ლამაზი სუფრა, ძვირფასი მაგიდის აქსესუარები და უჩვეულო ჭურჭელი უნდა შეიძინოს. ამის გარეშე სიამოვნებით ვერ მოამზადებენ და იმედგაცრუებული იქნებიან.


მერწყული

აქტიურ მერწყულს ერთ ადგილას დაჯდომა არ შეუძლია. ის მუდმივ მოძრაობაში არის: რაღაც უნდა შეაკეთოს ან დახატოს. ის ორ ტიპად იყოფა: ოსტატი და შემოქმედი ადამიანი. პირველმა სახლში ყველა სახის ინსტრუმენტით უნდ აავსოს, მეორემ კი უნდა უზრუნველყოს, რომ სახლში მოლბერტი, საღებავები და თიხა ჰქონდეს. ასევე ისინი სახლის თანამედროვე ტექნიკით გავსებაზე გიჟდებიან.


თევზები

თევზებს სიმშვიდე სჭირდებათ, მაგრამ შიში მათ სახლიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს. თავი რომ საკუთარ სტიქიაში იგრძნონ, ისინი სახლში მაქსიმალურად უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათ ბინაში აუცილებლად უნდა იყოს ვიდეო თვალთვალის კამერა, ცეცხლის ჩამქრობი და აფთიაქი. ასე სახლში მოდუნებას და ენერგიის აღდგენას შეძლებენ.

0
2098
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2098
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0