x
image
ანა ბეჟაშვილი
რას წერს მიხეილ სააკაშვილი ნინი ქარსელაძის შესახებ

image

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსის" სტატია გააზიარა, რომელიც მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილს ეძღვნებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა სტატიას წარწერა დაურთო -"ხმა, რომელმაც ქარიშხალი გამოიწვია ოპერის სამყაროში"ასეთი სტატია new york times-ში, რომელშიც მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს და კრიტიკოსებს ცაში აყავთ ანიტა რაჭველიშვილის ტალანტი, ძალიან უჩვეულო და საამაყო მოვლენაა.

ანიტა ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეცო სოპრანოა და ძალიან მიხარია, რომ მისი გულშემატკივარი ვიყავი თავიდანვე.

ასევე დიდი მადლობა მას სწორი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის და აქტიურად ქართველი ხალხის მხარეს დგომისთვის, ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში!

იმიტომ, რომ არ შეიძლება მხარემ, რომელზეცაა ანიტა რაჭველიშვილი, საბოლოო ჯამში არ დაამარცხოს ქარსელაძის და ოქიტაშვილის მხარე, რა ფულიც არ უნდა უმაგრებდეს იმათ ზურგს"
image

0
1004
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
1004
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0