სიახლეები საქართველოში გრიპის ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა+მცირე ისტორია გრიპის შესახებ 2019, 3 იანვარი, 16:13
დღეისთვის გრიპის ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო მსხვერპლი 39 წლის ქალი გორის სამედიცინო ცენტრ "გორმედში" ვირუსის გართულებული ფორმით წუხელ ღამით შეიყვანეს.
დღეისთვის გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ბოლო მონაცემებით საქართველოში გრიპის ვირუსი 100 000 მოსახლეზე 277 ადამიანს აქვს. "ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკაა. გასული ორშაბათის მაჩვენებლით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია. ჯერ პიკთან შორს ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 500-მდეა, თუმცა საგანგაშოა თუ 400-ს მიაღწევს”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. გრიპის მცირე ისტორიადაავადება გრიპის სიმპტომებით ჯერ კიდევ ჩვ. წ, აღრიცხვამდე 876 წელს არის მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში, თუმცა დადგენილი გრიპის პირველი ეპიდებია ინგლისში ე .წ. "გლეხების ციებ-ცხელება" 1173 წლით თარიღდება, შემდგომ იყო კიდევ რამდენიმე ეპიდემია.ლაბორტორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსი ქათმისგან გამოიყო 1901 წელს იტალიაში, თუმცა მაშინ ინდენტიფიცირებული იყო როგორც "ქათმის ჭირი" ან "ფრინველის ჭირი", (A-ტიპის ერთ-ერთი ვირუსი). ყველაზე დიდი მსხვერპლი გრიპს მოყვა 1918 -1919 წლებში, დიდი ალბათობით ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში ე.წ. 'ესპანკა"(H1N1), რომელსაც მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5, 3 %. დღეისთვის არსებობს გრიპის ვირუსის 2000 სახეობა, გრიპის ვირუსები მიეკუთვნება Orthomyxoviridae ოჯახს, რომელიც გულისხმობს გრიპის სახეობებს: Influenza A, B, C, D, იზავირუსი, ტოგოტოვირუსი და კვარანფილვირუსი. ვირუსი (M1 და NP) ანტიგენური თვისებები განსაზღვრავენ გრიპის A, B ან C გრიპის ვირუსის კუთვნილებას. შემდგომი დაყოფა ხორციელდება ჰემაგლუტინინის (HA) და ნეიმარმინიდას (NA) ზედაპირული პროტეინების ქვეტექსების (სეროტიპების) მიხედვით. HA და NA ზედაპირის გლიკოპროტეინების ანტიგენური სპეციფიკის შესაბამისად, ამჟამად ცნობილია HA -ს 18 ქვეტიპი და ნერიამიდინაზის 11 ქვეტიპი (NA) მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემებით ყოველწლიურად გრიპით ავადდება 3-იდან 5 მილიონამდე ადამიანი, აქედან იღუპება 290−იდან 650 ათასამდე ადამიანი. მკურნალობააბსოლუტური რაოდენობის შემთხვევებში გრიპის ინფექცია თავისით გადის . დღეისთვის არ არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც 100% -ით ეფექტური იქნება გრიპის წინააღმდეგ. გრიპის მკურნალობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ დააზარალოთ საკუთარი თავი და სხვები. აუცილებელი წოლითი რეჟიმი, მიიღეთ ბევრი სითხე და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში დალიეთ სიცხის დამწევი, არ დალიოთ ანტიბიოტიკები, რადგან ისინი ვირუსზე არ მოქმედებს.ასევე დაგაინტერესებთ417 6-ს მოსწონს
|