x
image
ანა ბეჟაშვილი
აე­რო­პორ­ტის და­სახ­ლე­ბა­ში ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა

image

თბი­ლის­ში, აე­რო­პორ­ტის და­სახ­ლე­ბა­ში ცოლ-ქმა­რი, ია გვა­ჩი­ა­ნი და ბესო ბა­რა­თე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­წამ­ვლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლნენ. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც
ადასტურებენ.

ცხედრები დღეს დილით იქნა ნაპოვნი და მათ ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
წყვილს ქორწილი ერთი თვის წინ ჰქონდა.

მომხდარზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ელექტრო ან თბო­ე­ნერ­გი­ის, გა­ზის, ნავ­თო­ბის ან ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გამოიწვია.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0