"მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი ქართულ ტელესივრცეში, ბოლო დროს იშვიათად ჩნდება.
მოდელი და დიზაინერი ცოტა ხნის წინ დუბაიში ისვენებდა. რამდენიმე დღის წინ კი "მის სამყარო 2018" -ზე დასასწრებად მეგობარ "მის უკრაინასთან" ერთად ტაილანდში, ბენგკოკში გაემგზავრა.
ჯანეტი ამჟამად ტაილანდის კუნძულ სამუიზე ისვენებს და ინსტაგრამზე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.