ფოტოგრაფია ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი 9 წელი სამსახურში მიმავალ ადამიანებს სურათებს უღებდა და ეს კადრები ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ 2018, 24 დეკემბერი, 15:28
ფოტოგრაფი პიტერ ფანჩი (Peter Funch) 9 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს სურათებს იღებდა. მოგვიანებით მან შეამჩნია, რომ კადრში ერთი და იგივე ადამიანები ხვდებოდნენ და ზუსტად ისე გამოიყურებოდნენ, როგორც წინა სურათებში. ასე დაიბადა ფოტო პროექტი „42-ე და ვანდერბილტის ავენიუს კუთხეში“.
გიზიარებთ სურათების სერიას, რომლებიც მცირე დეჟავიუს შთაბეჭდილებას ტოვებს.
ეს სურათები ნიო-იორკში 2007-2016 წლებში 8:30 და 9:30 საათებში იყო გადაღებული. ყოველდღიური სურათების რედაქტირებისას ფოტოგრაფმა შენიშნა, რომ კადრში მოხვედრილი ადამიანები წლების განმავლობაში ერთსა და იმავე საქციელს ჩადიოდნენ. ქუჩის ფოტოგრაფია არაპროგნოზირებადი და სიურპრიზებით სავსე არის. შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ, ერთსა და იმავე მივირთმევთ, ყავას ერთსა და იმავე მაღაზიაში ვყიდულობთ, იმავე სტილის და ფერის ტანსაცმელს ვიცვამთ. ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი მოწყენილები არიან? ისინი ბედნიერები არიან? ისინი უბრალოდ ხმაურიან ქუჩაში მიმავალი ადამიანები არიან, ისეთები, როგორიც ჩვენ. უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც დილით საკუთარ საქმეებზე მიიჩქარიან და სამუშაო განწყობაზე არიან. ყოველდღიურად ისინი ერთნაირად გამოიყურებიან. ეს გარკვეული ჩარჩო თუ ტრადიციის მიმართ ერთგულება არის? თითოეული თავად ირჩევს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ სურათებს შორის სხვაობა მხოლოდ რამდენიმე წუთია. თუმცა ასე არ არის. თქვენს გარდერობში ბევრი ერთნაირი ტანსაცმელი არის? ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს დილით ერთი და იგივე სახის გამომეტყველება აქვს. ერთი და იგივე სათვალე, რომელიც ჯიბეში ერთნაირად უდევთ. როგორც ჩანს, ფოტოგრაფმა ათასობით სურათი დაათვალიერა, რომ ასე ერთმანეთის მსგავსი კადრები შეერჩია. შეგვიძლია ვითამაშოთ კიდეც. როგორ ფიქრობთ, ვინ არის ეს მამაკაცი და რას საქმიანობს? და ეს ლამაზი გოგონა - სტუდენტი თუ მასწავლებელი? ვინც არ უნდა იყოს, ის წარმოუდგენლად ბედნიერია. ბოლოს და ბოლოს გარდერობი ყველა ადამიანის პირადი საქმეა. გახსოვდეთ, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ადამიანი, სტივ ჯობსი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე შავ სვიტერს, ჯინსებს და ბოტასებს იცვამდა და ამას ხელი არ შეუშლია, რომ ყოფილიყო ის, ვინც იყო. ჩვენ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ და, შესაძლოა, სტივის მსგავსად, მათაც წვრილმანებზე დროის დახარჯვა არ სურთ. თქვენ რას ფიქრობთ ამ ფოტო პროექტზე? თქვენი აზრები კომენტარებში გაგვიზიარეთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები 2. როგორ გამოიყურებოდნენ ყველაზე დიდებული ქალები ფოტოშოპის, სილიკონის და პლასტიკური ქირურგიის გარეშე 3. 2019 წლის 14 ყველაზე მოსალოდნელი და გახმაურებული ფილმების პრემიერა, რომელთა გამოტოვების უფლება არ გაქვთ 4. 22 მსახიობი, რომლებმაც სოციალურ ქსელებს ბოიკოტი გამოუცხადეს 5. 10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება 6. რა ღირს ემილია კლარკი? „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის წმინდა შემოსავალი 2018 წელს 7. ოდრი ჰეპბერნის სიტყვები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს 8. ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი 9. 10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
4196 შეფასება არ არის
|