შოუბიზნესი რა ღირს ემილია კლარკი? „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის წმინდა შემოსავალი 2018 წელს 2018, 12 დეკემბერი, 19:47
ეჭვგარეშეა, „სამეფო კარის თამაშებში“ მონაწილეობა მსახიობის კარიერაში ტრამპლინი გახდა, არადა ეს როლი თავიდან ტემზინ მერჩანტს შესთავაზეს, რომელმაც საპილოტო სერიაშიც კი მიიღო მონაწილეობა. თუმცა ყველამ იცის მეორე დეინერესი და რთულია არ ვაღიაროთ, რომ ის საკმაოდ დამაჯერებელია. მაინც რამდენი ღირს მსახიობის სამუშაო და სერიალში წარმატებამ კიდევ სხვა რა დამატებითი შემოსავლის წყაროები მოუტანა?
მერვე სეზონი - ფინალური შემოსავალი დედოფლის როლის თამაშისთვის
მერვე სეზონი პოპულარული სერიალის ბოლო სეზონს და 2019 წლის ყველაზე მოსალოდნელ პრემიერას წარმოადგენს. მასში სულ 6 ეპიზოდი იქნება, თითოეულ ეპიზოდში მონაწილეობისთვის ემილიამ (როგორც სხვა მთავარი როლის შემსრულებლებს) ჰონორარის სახით ნახევარი მლნ დოლარი მიიღო. ჯამში სეზონზე სულ რაღაც 3 მლ დოლარი.
კინო პრემიერები 2018 ადრეული პროექტების გარდა (თუმცა, თითოეულზე მოწვევა „სამეფო კარის თამაშებში“ წარმატებული დასაწყისის შემდეგ მოხდა), მათ შორის ანიმაციური ფილმის „ფუტურამა“ 2013 წელს. სარი კონორის როლი „ტერმინატორში: გენეზისი“ 2015 წელს. ემილია კლარკმა „ვარსკვლავური ომების“ ახალი სერია დაამშვენა. ფილმში „სოლო.ვარსკვლავური ომები: ისტორია“ მთავარი გმირის მეგობრის როლი, სახელად კირა შეასრულა. ეს უდაოდ მაღალბიუჯეტიანი, კომერციულად წარმატებული ფილმი არის. 2017 წელს დიდ ეკრანზე გამოვიდა (თუმცა რაღაც შემოსავალი დღემდე შემოაქვს) თრილერი „ხმა ქვიდან“ ემილიას მონაწილეობით - არც თუ ისე ცნობილი, მაგრამ არც წარუმატებელი პროექტი. ხოლო 2016 წელს სინათლე იხილა კიდევ უფრო წარმატებულმა ფილმა „მე შენამდე“, რომელშიც მონაწილეობამ ემილიას არც თუ ისე შემოსავალი მოუტანა. რეკლამებში მონაწილეობა 2018 წელს რეკლამებში მონაწილეობიდან მიღებულმა შემოსავალმა 13 მლნ დოლარი შეადგინა. შემოსავლები მთლიანად კინო და ტელეინდუსტრიას პირდაპირ არ უკავშირდება. მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს რეკლამებში მონაწილეობას. ემილია კლარკი Dior-ის პროდუქციის რეკლამირებით არის დაკავებული და მისი საივულერიო ხაზის სახე 2015 წელს გახდა (სწორედ მაშინ პლანეტაზე ყველაზე სექსუალური ქალის ჯილდო მიიღო). 2016 წლიდან დღემდე с Dolce & Gabbana-ს თან თანამშრომლობს. ის განახლებული THE One არომატის სახეს წარმოადგენს. მსახიობმა უკვე ჭამა, იცეკვა და იცინა რამდენიმე ვიდეორგოლში, სხვადასხვა ფერის თმასა და სტილში, მაგრამ 2018 წელს ემილია ამღერდა კიდეც. 2019 წელს შესაძლებლობა გექნებათ ემილია კლარკი ფილმში „უკანასკნელი/ბოლო შობა“ იხილოთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები 2. 10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში 3. 2019 წლის 14 ყველაზე მოსალოდნელი და გახმაურებული ფილმების პრემიერა, რომელთა გამოტოვების უფლება არ გაქვთ 4. 22 მსახიობი, რომლებმაც სოციალურ ქსელებს ბოიკოტი გამოუცხადეს 5. 10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
489 შეფასება არ არის
|