შოუბიზნესი 22 მსახიობი, რომლებმაც სოციალურ ქსელებს ბოიკოტი გამოუცხადეს 2018, 3 ნოემბერი, 15:52
სოციალური ქსელები დიდი ხანია უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ზოგიერთი საკუთარ შინაურ ცხოველებსაც კი პირად ანგარიშს უხსნის, ხოლო ამერიკელი კრისტი ლოილმა თავისი ამპუტირებული ფეხისთვის ანგარიშის გახსნა მოიფიქრა. მაგრამ ბევრი ცნობილი ადამიანი, ფანების თხოვნის მიუხედავად, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებაზე კატეგორიულ უარს ამბობს.
ეს მსახიობები სოციალურ ქსელში არასდროს ყოფილან დარეგისტრირებულნი და, როგორც ჩანს, არც აპირებენ. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილ მსახიობს, კიანუ რივზს სოციალური ქსელის ანგარიში არასდროს ჰქონია, თუმცა ფანები ამას მის ნაცვლად აკეთებენ. თავად მსახიობი რენე ზელვეგერთან, რომელიც ასევე სოციალური ქსელის მოწინააღმდეგე არის, ერთად ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ადამიანებისთვის მოსაყოლი არაფერი აქვს და თავის პირად სივრცეს ძალიან აფასებს. დენიელ კრეიგი თანამედროვე ტექნოლოგიებთან მეგობრობს, მაგრამ სოციალური ქსელის აზრს ვერ ხედავს. ის თვლის, რომ არავის უნდა ჰქონდეს საქმე იმასთან, თუ ვინ როგორ ატარებს დილას ან დღეს. ამის ნაცვლად მსახიობი ადამიანებს ურჩევს, რომ ერთმანეთს დაურეკონ, მიწერონ ან პაბში შეხვდნენ. სკარლეტ იოჰანსონი ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაზიარების სურვილს უცნაურად თვლის. ამასთან სოციალური ქსელის გაჩენამ ცნობილ სახეებს ბევრი პრობლემა შეუქმნა: პირადი ცხოვრება პრაქტიკულად დაუცველი გახდა, ინტერნეტში კი თითქმის ყველაფერი ხვდება. მილა კუნისმა, თავისი ქმრის ეშტონ კაჩერისგან განსხვავებით, უბრალოდ არ იცის, თუ რა დაპოსტოს და მიმდევრებს რა უთხრას. საჭმლის თუ სელფის სურათის გამოქვეყნება? ნუთუ ეს ვინმესთვის საინტერესოა? ბრედლი კუპერი დარწმუნებულია, რომ მაყურებელმა მსახიობის პირადი ცხოვრების შესახებ არ უნდა იცოდეს, რომ მისი ხასიათი ეკრანულ პერსონაჟზე არ გადაიტანოს და უბრალოდ ხელოვნების ნიმუშით დატკბეს. მსახიობი თავის არჩევას ფილოსოფიურად მიუდგა, ამასთან მისი მეუღლე ირინა შეიკი სოციალურ ქსელში სურათებს ორივეს ნაცვლად აქვეყნებს. სოციალურ ქსელებში იდეალური სურათები გარეგნულ მხარეზე გადაჭარბებულ მოთხოვნებს ქმნის, რის გამოც ბევრი ქალი კომპლექსდება. კეიტ უინსლეტი ამ პრობლემას სერიოზულად თვლის და ამიტომ ინტერნეტს ბოიკოტი გამოუცხადა. სანდრა ბულოკი ასევე თვლის, რომ სოციალური ქსელი მხოლოდ დადებითს აჩვენებს, ანუ ადამიანის ყალბ მხარეს. წარუმატებელ ფოტოს არავინ გამოაქვეყნებს, ყველა იდეალური სელფის გადაღებისკენ მიისწრაფვის. მსახიობმა ამას „გლობალური ჰოლივუდი“ უწოდა. კრისტენ სტიუარტი სოციალურ ქსელში ანგარიშს არ ქმნის, რადგან მისი სიტყვებით, ეს ადამიანებს უარესობისკენ ცვლის. იქმნება პირადი ცხოვრებით გადაჭარბებული გართობა, ხოლო პოსტები საკუთარ თავთან დიალოგს ჰგავს. ზოგს შეიძლება უნდა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ამის გაკეთება კატასტროფული ტექნიკური ცოდნის უუნარობის გამო არ შეუძლიათ. მაგ., ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ არაერთხელ აღიარეს, რომ კომპიუტერის მოხმარება კარგად არ იციან. ვაინონა რაიდერი ინტერნეტს არ გამოიყენებს, ხოლო ჯონი დეპს ტელეფონი არ აქვს, რადგან არ სურს ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჯენიფერ ენისტონი თვლის, რომ სოციალური ქსელი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს. მსახიობი ტექნიკასთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს: ძილის წინ ყველა ელექტრო მოწყობილობას თიშავს და პერიოდულად ტელეფონს იშორებს და გარე სამყაროდან დროებით შეზღუდული რჩება. რეიჩელ მაკ-ადამსი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ცხოვრობს. მას არ აქვს ტელევიზორი, ახალ ამბებს რადიოთი ისმენს და ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გამოიყენოს ელექტრონული ფოსტა. მსახიობები, რომლებმაც სოციალური ქსელი გააუქმეს კირა ნაიტლმაც თვითერში ანგარიში გააუქმა, რადგან გადაწყვიტა რომ ასე ფანებისგან დიდად არ განსხვავდება და თავს კვლავ ჩვეულებრივად თვლის. რაიანა გოსლინგი უკვე ერთ წელზეა მეტია, რაც თვითერზე აღარ იყენებს. როგორც ჩანს, მსახიობიც სოციალური ქსელებით იმედგაცრუებულია. მსახიობები, რომლებიც სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშებით არიან ადელი ინსტაგრამზე აქტიურად პოსტავდა, მაგრამ პიარ მენეჯერმა მას თვითერში პოსტების დადება აუკრძალა მსახიობის ემოციური ხასიათის გამო. ამის გამო ადელმა საიდუმლო ანგარიში გახსნა, სადაც მორიდების გარეშე საკუთარ მოსაზრებებს საჯაროდ აქვეყნებს. როგორც ცნობილია, სამეფო ოჯახის წევრები სოციალურ ქსელებს არ იყენებენ, მაგრამ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სიყვარულის დაწყებისას ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცმა ინსტაგრამზე საიდუმლო ანგარიში გახსნა, რომ მომავალ ცოლთან კომუნიკაცია ჰქონოდა და მის ახალ სურათებზე თვალი ედევნებინა. თქვენ რას ფიქრობთ სოციალურ ქსელებზე? 768 1-ს მოსწონს
|