x
image
ანა ბეჟაშვილი
ნანუკა ჟორჟოლიანი- ქრისტინე იმედაძის დეიდაშვილმა ჩემი სისხლი და ხორცი მოკლა

image

გადაცემა "პროფილში" ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ქრისტინე იმედაძე გადაცემაში დაბლოკი ჰყავს და ამის მიზეზი სულაც არ არის ჭორები ქრისტინესა და ირაკლი კოდუას რომანის შესახებ.


"-ქრისტინე მართლა დაბლოკილია ჩემს გადაცემაში. მისმა დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი ზუკა ( წყალბურთელი ზუკა სახელაშვილი). ის ახლა გაქცეულია, მოსკოვში ცხოვრობს. ზუკას და - თათა სახელაშვილი, არის ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი პროდიუსერი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ზუკა ჩემს ხელში გაიზარდა. მე და თათა 25 წელია ვმეგობრობთ.
ქრისტინეს არაფერი დაუშავებია, მაგრამ ზუკა რომ საფლავში წევს, მასაც არაფერი დაუშავებია."

წამყვანმა აღნიშნა, რომ "ნანუკას შოუს" პროდიუსერს, ზუკას დას თათა სახელაშვილსა და ქრისტინე იმედაძეს შორის კონფლიქტი მოხდა, მას არ სურს ახლობელ ადამიანს გული ატკინოს, ამის გამო არ იწვევს გადაცემაში ქრისტინე იმედაძეს.


1
445
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
445
  
2018, 22 დეკემბერი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1