x
image
ანა ბეჟაშვილი
"-ბავშვის ტანსაცმელი გაამზადეთ, ჩავასვენოთო..."- მაგდა პაპიძის და ემოციურ წერილს აქვეყნებს

image


ქმარ-შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის, მაგდა პაპიძის და,
ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.
19 დეკემბრის ტრაგედიიდან დღეს 3 წელი გავიდა.

"-19 დეკემბერი მოდის. ისევ ავირიე...როცა ფიქრებში ბავშვთან მივდივარ გონებას ვერ ვიმორჩილებ....ნელი კადრებით ტრიალებს ის წუთები როცა დაიძახეს :”ცხედრები მოასვენეს “ და მე მახსოვს კედელს ამოვეფარე, ისე შემცივდა ხელ-ფეხი გამეყინა და ხმები ექოებად მესმოდა ყურებში.

ბავშვის ტანსაცმელი გაამზადეთ, ჩავასვენოთო... მარტო ის მახსოვს შოკისგან ხმას ვერ ვიღებდი და ცივ დერეფანში ერთ წერტილს ვუყურებდი.... არავინ კიოდა .... ვერავინ ტიროდა ყველა შოკში იყო მაგრამ მე ნელა შევედი ოთახში, სადაც ცხედრები დაასვენეს... ისეთი შოკი მქონდა ბავშვს შესცივდა საყინულე გამოურთეთთქო ვტიროდი..“მახსოვს თოკოს რომ გადავეფარე ყინვა მომაწვა. საყინულეში იწვა ბავშვი და სიცივემ მომიყვანა გონზე... ვერ ვიგებდი რა ხდებოდა ....გავიხედე გვერდით დაჩეხილი ჩემი სიძე ისიც საყინულეში .....19 დეკემბერი ეს არის ჯოჯოხეთი !!!!!! ვზრდიდი და ვუვლიდი. ბავშვი მენატრება ძალიან....ძალიან ცუდი დღეები მაქვს... ჩვენ, ვისაც დისშვილები დაგვეღუპა, რა დავაშავეთ მზრუნველმა დეიდებმა. დეიდას ხომ დედიკოს სუნი ასდის. გულზე მეწვინა ისე გავზარდეთ, სუნთქვას ვუსმენდი რომ ეძინა", - წერს ლანა პაპიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის სასამართლომ 2016 წლის ივლისში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული ბრალს არ
აღიარებს.




2
1151
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
1151
  
2018, 20 დეკემბერი, 22:53
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 20 დეკემბერი, 16:13
ეეჰ, რატომ ღმერთო ... რატომ??? ვინ გაიმეტა პატარა, ნუთუ დ ე დ ა მ ?!!!!
0 1 2