x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ყველაზე ცნობილი ალბინოსი მსოფლიოში"
image

"ყველაზე ცნობილი ალბინოსი მსოფლიოში"-ასეთი სათაურით აქვეყნებს "ფეისბუქზე ბლოგერი და მოგზაური Drew Binsk -ი ბერა ივანიშვილზე ვიდეორგოლს. როგორც ირკვევა, დრევ ბინსკი ბერას მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში და გადაწყვიტა, მის შესახებ მთელს მსოფლიოს მოუთხროს.


"ეს არის ბიჭი სახელად BERA, რომელთანაც ბოლო 4 დღე სიამოვნებით გავატარე მის მშობლიურ საქართველოში, მან საუკეთესო ქართული სტუმართმოყვარეობა დამანახვა."-წერს ვიდეოს ანოტაციაში ბინსკი.


ვიდეოში საუბარია ბერაზე, რომ დაიბადა საფრანგეთში ქართულ ოჯახში, მულტიკულტურულ საზოგადეობაში გაიზარდა და ფლობს ხუთ ენას.



"საქართველო ჩემი სიამაყეა და სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან წარვადგენ"-ამბობს ბერა ვიდეოში.


შემდეგ ვიდეოში აღნიშნულია, რომ ბერა ბავშვობიდანვე მუსიკით იყო გატაცებული. მისი ბებია კლასიკური მუსიკის პერაგოგი იყო, რომ ბერამ პირველად ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა. ვიდეოში ბერა მუსიკალურ კარიერაზე საუბრობს და სტუმარს სახლში მოწყობილ საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიას უჩვენებს. ვიდეოს ავტორი კი მაყურებლებს აცნობს ბერას მშობლებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ბერა ახალახან დაქორწინდა.


ბერა ბავშვობას ასე იხსენებს:



"ყოველთვის ჩუმი ვიყავი, ყველაზე ჩუმი კლასში. ვწერდი ჩემთვის ლექსებს და არასდროს მივდევდი ტრენდებს."


"ყველაფერი, რასაც სწორად ვაკეთებ, ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ყველაფერს არასწორს კი ჩემით ვაკეთებ. ვცდილობ საუკეთესო უფროსი ძმა, შვილი და ქმარი ვიყო. სხვებისგან განსხვავებული დავიბადე. ამიტომ, როცა განსაკუთრებული იმიჯის შექმნაზეა საუბარი, უბრალოდ ვცდილობ ვიყო ის, რაც ვარ. ეს მინდა გაიგოს ხალხმა, ყველა ბავშვმა, ვინც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია, ან თავს განსხვავებულად და მარტოსულად გრძნობს."-აღნიშნავს ბერა ბლოგერთან საუბარში.


"ძალიან რთული იყო, მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება. ვერ გაიხსენებ მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით გამოიყურებიან."-ამბობს ბერა.


1
424
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
424
  
2018, 5 დეკემბერი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1