შესანახი პროდუქტები 8 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ გაყინოთ 2018, 3 დეკემბერი, 21:20
გაყინული ბოსტნეულის და ხილის, ხორცის და თევზის უპირატესობის შესახებ ბევრმა დიასახლისმა არ იცის. და მხოლოდ ერთეულები ინახავენ საყინულეში პროდუქტებს. და სულ ტყუილად არ აკეთებენ სხვები ამას! როგორც აღმოჩნდა, არსებობს ბევრი პროდუქტი, რომლებიც შესანიშნავად იყინება და ამავე დროს, გემოს აბსოლუტურად არ კარგავს.
დღეს გიამბობთ 8 პროდუქტის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ გაყინვას არ უშინდებიან და შეიძლება თქვენი დამხმარე საშუალებები გახდნენ, როცა კერძის მოსამზადებლად დრო და ენერგია არ გაქვთ.
1.წიწაკა ჩილე ჩილის წიწაკა საკმაოდ სპეციფიკური პროდუქტია, რომელიც ყველა საჭმელს არ უნდა დაუმატოთ. სწორედ ამიტომ, ხშირად მაცივარში უსაქმოდ გვიდევს და დროთა განმავლობაში ობი ედება. ეს რომ არ მოხდეს, ჩილის წიწაკა უმჯობესია საყინულეში შეინახოთ. ის გემოს მახასიათებლების შეცვლის გარეშე უფრო დიდხანს შეინახება. გაყინვის შემდეგ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიღოთ და სახეხზე გახეხოთ. გაყინული სახით საკმაოდ მყარი იქნება, ამიტომ მისი დაქუცმაცება სირთულეს არ გამოიწვევს. 2.ავოკადო ზოგჯერ პროდუქტების შეძენის დროს ცდუნებას ვერ ვუძლებთ, როცა პროდუქტზე კარგი ფასდაკლება მოქმედებს. სპონტანური შოპინგის შედეგად მაცივარში რამდენიმე ცალი ავოკადო შეიძლება მოხვდეს. როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? მარაგში ნაყიდი ავოკადო საყინულეში შეინახეთ. ამასთან, ავოკადო პიურეს სახით უნდა გაყინოთ. ამისთვის ხილი საჭირო კონსისტენციის მიღებამდე დააქუცმაცეთ და პაკეტებში გადაანაწილეთ. მომავალში შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ სალსას სოუსის, სმუზის ან სალათის მოსართავის დასამზადებლად ისე, რომ მისი გემოს ხარისხზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. 3.ვაშლის სოუსი ვაშლის სოუსი ბევრისთვის საყვარელი კერძების შესანიშნავ დანამატს წარმოადგენს. სახლში მომზადებული ბლითები, ხორცი და ფრინველი ვაშლის სოუსით წარმოუდგენელ გემოს და არომატს მაქსიმალურად ხსნის. და რა უნდა ვთქვათ ნამცხვარზე ვაშლის სოუსის შიგთავსით? წარმოუდგენელი სიამოვნებაა! ამ პროდუქტს ერთი ნაკლი აქვს - მაცივარში მის შენახვას მხოლოდ 7 დღით შეძლებთ. საბედნიეროდ, ამ პრობლემას საყინულის განყოფილება მოაგვარებს. ვაშლის სოუსის შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად, პროდუქტი ყინულის ფორმებში გადაანაწილეთ და გაყინეთ. 4.გრანოლა ბევრი დილას სასარგებლო და გემრიელი საუზმით იწყებს. და გრანოლა ამ მხრივ უპირობო ლიდერია. ის შვრიის ფანტელების, ჰაეროვანი ბრინჯის, თაფლისა და ნიგვზისგან შედგება. შენახვის ვადა შეფუთვის გახსნიდან მხოლოდ 3 კვირაა. და თითქოს არაფერი, მაგრამ ამ ვადაში გრანოლას შეფუთვის დამთავრებას ბევრი ვერ ახერხებს. ვადაგასული პროდუქტის გადაგდებამ რომ არ მოგიწიოთ, უმჯობესია ვადის გასვლამდე საყინულეში შეინახოთ. ამისთვის გრანოლას ნარჩენები მცირე ჰერმეტულ პაკეტებში გადაანაწილეთ და გაყინეთ. 5.კრემის წვნიანი ან ბულიონი გემოს და ხარისხის დაკარგვის გარეშე შეგიძლიათ მზა კრემის წვნიანი ან ბულიონიც გაყინოთ. თუმცა გასაყინად ვარგისია მხოლოდ ის კერძები, რომელთა შემადგენლობაში არის ნებისმიერი ხორცი და თევზი. ჩვეულებრივი წვნიანი ან ბორში, რომელთა შემადგენლობაში არის კარტოფილი, გასაყინად არ გამოგადგებათ, რადგან კარტოფილი და ყინული მთელ ტენს იწოვს. ანუ, ასეთი კერძი მთელ სასარგებლო თვისებას დაკარგავს და გაყინვის პროცესში ფაფად გადაიქცევა. 6.დამარილებული თევზი სახლის პირობებში დამარილებული ნედლი თევზის გაყინვაც ძალიან მარტივია. პროდუქტმა რომ ხარისხი არ დაკარგოს, სწორად უნდა გაყინოთ. საყინულეში შენახვის წინ ასეთ თევზს ნებისმიერი მცენარეული ზეთი უნდა მოასხათ. ის ფორებს კრავს და თევზიდან ტენის გასვლას ხელს უშლის. შედეგად, გაყინული თევზი პრაქტიკულად ახალი და წვნიანი იქნება. 7.სოუსები კერძის მიღების შემდეგ დარჩენილი სოუსები შეგიძლიათ მარტივად გაყინოთ. თუმცა შეგიძლიათ გაყინოთ მხოლოდ ის სოუსები, რომელთა შემადგენლობაში ნაღები არაა. საქმე იმაშია, რომ დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ ნაღების ცხიმების ცილოვანი მასიდან დაცალკევება ხდება. ამის გამო სოუსს მჟავე რძის უსიამოვნო გემო ექნება და კონსისტენციაც საუკეთესოს შესახედაობას არ ტოვებს. ასეთი სოუსის სუფრაზე გატანის სურვილი ნამდვილად არ გექნებათ. 8.ფქვილის პროდუქცია დაბალ ტემპერატურას შესანიშნავად უძლებს მარილიანი ღვეზელი, ვაშლის ღვეზელი და შტრუდელი. და ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი პროდუქტების შემადგენლობაში მშრალი ცომი შედის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაყინვის პროცესში პროდუქტის შემადგენლობა და გემოს ხარისხი უცვლელი დარჩება. ერთადერთი, რაც საყინულეში შენახვამდე უნდა გააკეთოთ, გააგრილეთ და შემდეგ საკვებ ცელოფანში გაახვიეთ. ამ საინტერესო ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ! ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ მოვამზადოთ გოგრის წვნიანი 2. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე! 3. მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში 4. როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი? 5. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
427 შეფასება არ არის
|