x
image
Yoona
Mediator image
როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში
image

კეტჩუპი სოუსებს შორის პირველ ადგილს იკავებს. სუპერმარკეტების დახლებზე კეტჩუპის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, თუმცა მათი გემრიელი, სასარგებლო თვისებები და ხარისხი სახლის პირობებში დამზადებულ კეტჩუპს ბევრად ჩამოუვარდება.

სახლში დამზადებული პომიდვრის კეტჩუპი ნაყიდისგან დიდად განსხვავდება. აქ გამოყენებულია ნამდვილი სანელებლები, წარმოუდგენელი გემო აქვს და რაც მთავარია ნამდვილად ხარისხიანი, ყოველგვარი კონსერვანტების, საღებავების და ყოველგვარი დანამატების გარეშე.

შემწვარი კარტოფილის, პელმენის, სპაგეტის და პიცის მოყვარულებს ეს პოპულარული სოუსი პირველ რიგში დასჭირდებათ. მისი გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს.


თუ სახლის პირობებში კეტჩუპის გაკეთება ადრე არასდროს გიცდიათ - დრო მოვიდა, სცადოთ.


როგორ მოვამზადოთ კეტჩუპი

image

თქვენ დაგჭირდებათ:

2, 5 კგ პომიდორი;

ორი დიდი პომიდორი;

3 საშუალო ზომის ხახვი

2, 5 ჭიქა შაქარი;

ნახევარი ს/კ მარილი;

შავი წიწაკა (დაფქული);

1 ს/კ ძმარი 9%-იანი;

მიხაკის 5 თანაყვავილედი;

დარიჩინის ჩხირები;


მომზადება:

1.სოუსისთვის ნებისმიერი პომიდორი გამოდგება. პომიდორი დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ.

image

2.ვაშლი კარგად გაასუფთავეთ, ნაყოფის ყუნწი მოაშორეთ. კანი არ ითვლება და ადგილზე რჩება. მცირე ზომის კუბებად დაჭერით და ქვაბში პომიდვრებთან ერთად მოათავსეთ. აქვე ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი.

image

3.ცეცხლზე დადგით და დუღილამდე ხარშეთ. ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთით ხარშეთ. დრო და დრო მორევა არ დაგავიწყდეთ. მასა უნდა გასქელდეს, რადგან ამ დროს სითხე ადუღდება, ხახვი და ვაშლის კანი რბილი გახდება.

image

4.ცეცხლიდან გადმოდგით და აქტიურად დაბლენდერება დაიწყეთ.

image

5.მას შემდეგ, რაც ფაფის მსგავსს მასას მიიღებთ, საწური გამოიყენეთ იმისთვის, რომ ერთგვაროვანი და ჰაეროვანი მასა მიიღეთ. ამ მოქმედების შემდეგ კეტჩუპი ისეთივე იქნება, როგორც მაღაზიაში ნაყიდი, ოღონდ მისი გემო ბევრად უფრო უკეთესი იქნება.

image

6.კვლავ ცეცხლზე დადგით. შაქარი, მარილი და შავი დაფქული წიწაკა დაუმატეთ.

image

7.ახლა მასას სანელებლები დაუმატეთ. შემდეგ რომ სანელებელი მზა კეტჩუპში არ მოხვდეს, მარლაში უნდა შეახვიოთ და შეკრათ და ქვაბში შემდეგ მოათავსოთ.

image

8.ახლა ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით და 40 წუთით მასა ხარშეთ. მუდმივად აურიეთ, რადგან შაქრის გამო შეიძლება დაიწვას.

image

9.მომზადებამდე 5 წუთით ადრე ძმარი დაუმატეთ.

10.შეგიძლიათ გემო გასინჯოთ. რამდენად მოგწონთ შედევრი. თუ ყველაფერი წესრიგშია და გემო მოგწონთ, შეგიძლიათ შეინახოთ.

image

ამისთვის პატარა ბოთლები გამოდგება. ოღონდ ბოთლები სოდით კარგად უნდა გარეცხოთ, ამის შემდეგ სტერილიზაცია გაუკეთეთ. ასევე თავსახურებიც დაამუშავეთ.

image

11.მზა ბოთლები ან ქილები გადააბრუნეთ, თავსახურით ქვემოთ და თბილად შეფუთეთ, სანამ ბოლომდე გაგრილდება.

image

სახლის პირობებში მომზადებული კეტჩუპი აბსოლუტურად უსაფრთხოა, ბავშვებსაც კი შეგიძლიათ მისცეთ. სწორედ ამიტომ მოამზადეთ, ექსპერიმენტები გააკეთეთ და ახლობლები გაახარეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება


“მთვრალი ცომის“ საიდუმლო - როგორ მოვამზადოთ ცომი არყით?


პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ


მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში


გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!


7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ


როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს: საახალწლო კერძების რეცეპტები


სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!


5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე


დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი


როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

2
3277
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3277
  
2019, 21 იანვარი, 3:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 იანვარი, 23:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2