შესანახი პროდუქტები წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ - ზამთრისთვის შესანახი კონსერვების ლიდერი 2019, 15 აპრილი, 11:22 წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ ზამთრის შესანახ კონსერვებში ჩემი ლიდერია.
ინგრედიენტები:
2 კგ ქლიავი
700 გრ შაქარი 300 მლ ვაშლის ძმარი 4-5 დაფნის ფოთოლი შავი წიწაკის მარცვლები მიხაკი იამაის წიწაკის მარცვლები მომზადება: 1. ქლიავი გარეცხეთ და ემალის ქვაბში ან თასში მოათავსეთ. 2. სანელებლები დაუმატეთ: მიხაკი, წიწაკის მარცვლები, იამაის წიწაკის მარცვლები და დაფნის ფოთოლი 3. მარინადი მოხარშეთ: ვაშლის ძმარი ადუღებამდე მიიყვანეთ, შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. 4. თუ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება არ ინერვიულოთ, ქლიავი წვენს გამოყოფს და მარინადი ერთგვაროვანი გახდება. 5. ქლიავს მარინადი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ. პირსახოცი აუცილებლად დააფარეთ. 6. ახლა ყველაზე მთავარი, მოთმინება მოიკრიბეთ. 5 დღის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ მარინადი გადაასხით, აადუღეთ და კვლავ ქლიავს დაასხით. 7. 5 დღის შემდეგ მარინადი გადაასხით, ქლიავი მინის სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მარინადი დაასხით და თავსახური დაახურეთ. 8. თბილ ქსოვილში შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე ასე დატოვეთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. დამარინადებული კიტრი წითელ მოცხართან ერთად - ძალიან პიკანტური და ხრაშუნა კიტრი გამოგივათ 2. იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით 3. ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს 4. 8 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ გაყინოთ 5. სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
303 შეფასება არ არის
|