პროფილაქტიკა რა ვქნათ, თუ მაინც ვერ ვაგდებთ სიგარეტს? 2018, 3 დეკემბერი, 18:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მთელს მსოფლიოში 1, 1 მილიარდი ადამიანი მოიხმარს თამბაქოს, აქედან ყოველწლიურად არანაკლებ 7 მილიონი ადამიანი იღუპება, სწორედ ნიკოტინის მოხმარების გამო.
თამბაქო შეიცავს 4000-მდე ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის: ბენზოპირენი – შეიცავს მანქანის გამონაბოლქვი; კუპრი – კიბოს გამომწვევი ნივთიერება; აცეტონი –საღებავის და ლაქის მოსაცილებელი ქიმიური ნივთიერება; კადმიუმი – გამოიყენება აკუმლატორებში; დარიშხანი – საწამლავი. თითქმის ყველა მწეველის ოცნებაა სიგარეტის გადაგდება, ზოგს გამოსდის ეს, ზოგს ძლიერ უჭირს. რა ხდება ორგანიზმში, როდესაც სიგარეტს გადააგდებთ? ***+8 საათის შემდეგ, სისხლი ნიკოტინის ნაწილისა და ნახშირბადის მონოქსიდისგან გაიწმინდება. *** + 12 საათის შემდეგ, სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის დონე ნორმაში ჩადგება და სხეული უფრო მეტი ჟანგბადის მიღებას დაიწყებს. ***+48 საათის შემდეგ ნიკოტინისგან მთლიანად გაიწმინდება სხეული. ამ დროს შემდეგი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს: თავბრუსხვევა, შიმშილის გრძნობა, დაღლილობა, აპათია. ამ დროს ბევრი მწეველი ვეღარ უძლებს"ლომკებს" და დიდი შანსია, დაუბრუნდეს მოწევას. *** ერთი თვის შემდეგ ორგანიზმი მთლიანად იწმინდება თამბაქოსგან გამოწვეული მავნე ნივთიერებებისგან, თუმცა რჩება კუპრი, რომელსაც იმუნური სისტემა ნელ-ნელა გამოდევნის. ***დადგენილია, რომ განსაკუთრებით კრიტიკულია მე-10 თვე, ამ დროს მწეველს კიდევ ერთხელ უბრუნდება მოწევის სურვილი. ამ ზღვარის გადალახვის შემდეგ, პრაქტიკულად აღარ შეგახსენებთ თავს ეს მავნე ჩვევა. მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერაფრით შეძლეს სიგარეტის გადაგდება? აი რამდენიმე რჩევა: ***არ მოსწიოთ დილით გაღვიძებისთანავე. აცალეთ, სხეულმა "გაიღვიძოს". ***უზმოზე მოწევა ძალზე ცუდია, დილით მიღებული სულ ცოტა ულუფაც კი იცავს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს და საშუალებას აძლევს კუჭის წვენს, შექმნას "დამცავი აპკი." ***არ მოსწიოთ ფიზიკური მუშაობის, ვარჯიშის ან სექსის მერე, რადგან ამ დროს სისხლის მიმოქცევა აქტიურია და უფრო სწრაფად გადაისვრის მხუთავ აირს ორგანიზმში, რა დროსაც ქსოვილში უფრო დიდი რაოდენობით ილექება შხამები, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. ამიტომ აცალეთ სხეულს დაისვენოს, მინიმუმ 10-15 წუთი მაინც. ***ალკოჰოლი და სიგარეტი ერთდროულად - ტოქსიკური ნივთიერებების ორმაგი დოზა ზრდის სწორი და მსხვილი ნაწლავის პოლიპებისა და კიბოს გაჩენის რისკს. ***ჩართეთ რაციონში ვიტამინი C, რომელიც მწეველს 2, 5-ჯერ მეტი სჭირდება, განსაკუთრებით ციტრუსები: ლიმონი, ფორთოხალი და კივი, აგრეთვე ტკბილი წიწაკა და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები(ვიტამინი F), რომლითაც მდიდარია ზეითუნის, სელის, კანაფისა და ყაყაჩოს ზეთები, თევზის ქონი, ზოგიერთი მცენარის თესლი, ხმელი ხილი, მიწის თხილი, სოია, ნუში და ავოკადო. 421 4-ს მოსწონს
|