კინო აღმოჩენილია 50-იანი წლების ქართული სიმღერა,რომელიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობაზეა(ვიდეო) 2018, 27 ნოემბერი, 11:59
აღმოჩენილია უცნობი ქართული სიმღერა, სადაც მამათმავლობაზეა მინიშნება, ამის შესახებ მუსიკალური ჟურნალისტი ლაშა გაბუნია იუწყება: "ადრე მაჩუქა ეს რენტგენი მეგობარმა. იმასაც და მეც გვეგონა, "ბითლზი" ან "როლინგები" იქნებოდა ჩაწერილი და ეს შემრჩა", - თქვა ლაშამ popmusic-თან საუბარში. "ეს სიმღერა აშკარად არალეგალურადაა ჩაწერილი, რადგან ეძღვნება კინტოებს შორის არატრადიციულ სიყვარულს, რაც სსრკ-ში კანონით იკრძალებოდა. სხვათა შორის, ცეკვა „კინტაური“ (ე.წ. „შალახო“) აკრძალული არ იყო-წერს გაბუნია ვიდეოს ანოტაციაში. აქვე გთავაზობთ ტექსტსაც: აღარ ვიცი რა ვქნა მე აღარ ვიცი რა ვუყო, გული მხოლოდ ერთი მაქვს ორს კი როგორ გავუყო, მუჰამედ და აბდულიც სიყვარულს მეფიცება ორივეს შეყვარება აბა როგორ იქნება ერთმა შარფი დამპირდა სიყვარულისთვის მეორე კი თავს იკლავს ჩემი გულისთვის მე ორივე მომწონხართ აბა რა ვქნა, რა გიყოთ სიყვარული ორივეს მითხარ, როგორ გაგიყოთ მუჰამედ და აბდული ასე ნუღა მაწვალებთ ჩემს გულს და სიყვარულს მხოლოდ ერთს ვანაცვალებ ერთმა შარფი დამპირდა სიყვარულისთვის მეორე კი თავს იკლავს ჩემი გულისთვის. ე.წ რენტგენის ფირფიტები ფართოდ იყო გავრცელებული მუსიკის მოყვარულებში გასული საუკუნის 50/60-იან წლებში. ასევე იხილეთამა წლის 5 ნოემბერს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა პოპულარულ ამერიკული წარმოშობის ფრანგ მომღერალს და მუსიკოსს ჯო დასენს. დაიბადა ნიუ-იორკში რეჟისორის, ჟულს დასენისა და ბეატრის ლონერის ოჯახში. ბავშვობა ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გაატარა. თუმცა სენატორ ჯოზეფ მაკკარტის ანტიკომუნისტური პოლიტიკის გამო ის და მისი ოჯახი ევრო... 372 8-ს მოსწონს
|