x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გამარჯობათ, ეს ისევ მე ვარ"-ჯო დასენი -7 საუკეთესო სიმღერა
image

ამა წლის 5 ნოემბერს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა პოპულარულ ამერიკული წარმოშობის ფრანგ მომღერალს და მუსიკოსს ჯო დასენს.


დაიბადა ნიუ-იორკში რეჟისორის, ჟულს დასენისა და ბეატრის ლონერის ოჯახში. ბავშვობა ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გაატარა. თუმცა სენატორ ჯოზეფ მაკკარტის ანტიკომუნისტური პოლიტიკის გამო ის და მისი ოჯახი ევროპაში გადადიან საცხოვრებლად.


ჟენევის საერთაშორისო სკოლასა და ლე როზის ინსტიტუტში სწავლის შემდეგ დასენი ისევ აშშ-ში ბრუნდება და მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლობს.



კოლეჯის დასრულების შემდეგ საფრანგეთში მიდის. აქ რადიო სადგურში მუშაობისას ხმის ჩამწერმა სტუდიამ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერა შესთავაზა.ეს იყო 1965 წელს.


პირველი დიდი წარმატება დასენს მოუტანა სიმღერამ «Les Champs-Elysees(1969)მთლიანად ჯო დასენმა 1965 წლიდან 1980 წლამდე 17 ალბომის ჩაწრა მოასწრო.ის სიმღერებს, ფრანგულისა და ინგლისურის გარდა, ასევე გერმანულად, ესპანურად, იტალიურად და ბერძნულად წერდა.


გარდაიცვალა 1980 წლის 20 აგვისტოს 41 წლის ასაკში ტაიტიში, სადაც იგი რეაბილიტაციას გადიოდა, მანამდე მომღერალს სამჯერ ჰქონდა გადატანილი გულის შეტევა.

ჯო დასენი დაკრძალულია ნიუ-იორკში Hollywood Forever-ის სასაფლაოზე.



გთავაზობთ ტოპ 7 სიმღერას ჯო დასენის შემოქმედებიდან, რომელიც უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის ყველა ნაცნობია და ნოსტალგიურ განწყობას შეგიქმნით.












ასევე დაგაინტერესებთ












0
265
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0