მუსიკა პოლ მაკარტნიმ აღიარა,რომ ჯონ ლენონმა მხოლოდ ერთხელ შეაქო სიმღერის დაწერისთვის 2018, 8 ნოემბერი, 7:27 ![]() ექს-ბიტლზმა, პოლ მაკარტნიმ განაცხადა, რომ ეს იყო სიმღერა "Here, There and Everywhere" "ბიტლზის" მეშვიდე ალბომიდან «Revolver». ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ ლენონმა თქვა:"ეს ნამდვილად კარგი სიმღერაა მეგობარო, მომწონს"-იხსნებს პოლ მაკარტნი. "ეს მახსოვს დღემდე, რომელიც სინამდვილეში ძალზე სიბრალულით ჟღერს"-აღნიშნა მუსიკოსმა. მუსიკოსმა ისიც დასძინა, რომ მათ შორის(ლენონი-მაკარტნი)ყოველთვის არსებობდა მეტოქეობა, თუმცა ამას ღიად არ გამოხატავდნენ. პოლ მაკარტნი არის გინესის წიგნის რეკორდსმენი, როგორც "ყველა დროის ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი და მუსიკოსი", რომელსაც ჩაწერილი აქვს ოქროს სტატუსის მქონე 60 დისკი და გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი და 100 მილიონზე მეტი სინგლი. პოლ მაკარტნის ავტორობით(ან თანავტორობით)დაწერილი 31-ი სიმღერა არის მოხვედრილი "ბილბორდის" ცხელი ასეულის #1 პოზიციაზე, ხოლო მის მიერ დაწერილი სიმღერა "Yesterday" 2200-ჯერ შესრულდა სხვადასხვა მუსიკოსების მიერ, რაც რეკორდია. პოლ მაკარტნი ითვლება დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პიროვნებად, რომლის შემოსავალი 730 მილიონი ევროა(2015 წლის მონაცემები). ![]() იხილეთ სხვა მუსიკალური სიახლეები158 5-ს მოსწონს
|