x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აქვს თუ არა სიმღერა " მოღალატეს" თამაზ მეჭიაურთან კავშირი?
image

"კვირა პლუსი" ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს პარლამენტარ და თიანეთის ყოფილ მერის, თამაზ მეჭიაურის ყოფილ მეუღლესთან თამარ მეჭიაურთან, რომელიც საზოგადოება ცნობილი სიმღერით "მოღალატეთი" იცნობს.



კითხვაზე, სიმღერა "მოღალატე" ყოფილ ქმარს ხომ არ მიუძღვნა ღალატის გამო თამარმა უპასუხა:

-– არა, არა და არა. იმიტომ, რომ ეს სიმღერა იმდენად მომწონდა და იმდენად კარგად ასრულებდა თემურ თათარაშვილი, რომ შემდეგ მისი გაკეთება მეც გადავწყვიტე. მას გიტარაზე მეგობრების წრეში ხშირად ვასრულებდი. ერთ დღესაც მათ მითხრეს, რომ ჩამეწერა, რაზეც მე მაშინ ვთქვი, რომ სახელწოდება არ მომწონს და შეიძლება ამის გამოც არ გახდეს ის პოპულარული-მეთქი. მოხდა პირიქით – სიტყვა „მოღალატემ“ ყველაფერი დაიტია. ეს არ ეხება ჩემს მეუღლეს, თუმცა, ის ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც გულნატკენია.


image

ინტერვიუში მომღერალი შემოქმედების გარდა ყოფილ ქმართან ურთიერთობას იხსენებს, რომელიც ჯერ კიდევ მე-9 კლასში იყო, როდესაც გაიცნო თამაზი და შემდეგ ურთერთობა გაგრძელდა მიწერ-მოწერით, ჯარში წავიდა და მხოლოდ იქიდან დაბრუნების შემდეგ სთხოვა ცოლობა.


წვილის ურთიერთობა 5 წელიწადი გაგრძელდა.ჰყავთ ერთი საერთო ვაჟი.


"კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა იყო მიზეზი. კონფლიქტები ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, ის ძალიან თბილი და გულისხმიერი პიროვნება იყო. თუმცა, რაღაც მოხდა და რაღაც მომენტში ერთმანეთს ვერ გავუგეთ. მე თბილისში წამოვედი, ის თიანეთში დარჩა, სადაც იმ პერიოდში ასწავლიდა. მე ამ დროს კონსერვატორიაში შემქონდა საბუთები, ისე მოხდა, რომ ერთი წელი ცალ-ცალკე დავყავით და ეტყობა, მაშინ ურთიერთობა გაცივდა. ოჯახი, ზოგადად, ერთად უნდა იყოს."(თამარ მეჭიაური)


შეგახსენებთ, პოლიტიკოსი, ინჟინერი და ეკონომისტი თამაზ მეჭიაური 15 თებერვალს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით.


1
922
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
922
  
2022, 19 თებერვალი, 18:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1