მუსიკა როცა 18 წლის ხარ და გათხოვება გინდა-ნინო ჩხეიძის მოყოლილი სახალისო ისტორია 21 სექტემბერი, 14:34 „18 წლის ვარ. ვერ ვთხოვდები. უბანში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. სოლოლაკში ვტრიალებდი და ვაჟა-ფშაველაზე რომ მოვხვედრილიყავი, უკან გზას ვერ გამოვაგნებდი. ერთხელ ჩემმა დაქალმა თავისი ძმის საკალათბურთო თამაშზე დამპატიჟა. გამოვიპრანჭე, ახალი პონჩო ჩავიცვი და წავედით. ეიფორიაში ვარ. მოთამაშეები შევათვალიერე. ერთ-ერთმა ჩააგდო და გამომხედა. ჭკუაზე არ ვარ, ვფიქრობ, ყოჩაღ, ნინო, მაგარ ფორმაში ხარ-მეთქი. გაგრძელდა თამაში. მეორეც ჩააგდო, გადაულაპარაკა მეორე ბიჭს და იმანაც შემომხედა. ჭკუაზე არ ვარ, ვიპრანჭები. მერე მეორეს გადაულაპარაკა, იმან – მესამეს. მოკლედ, გაგიჟებული ვარ და ვფიქრობ, აქედან გაუთხოვარს არ გამიშვებენ-მეთქი. ბოლოს ისე მოხდა, რომ მთელი გუნდი მიყურებს, ორივე გუნდი მე მიყურებს. პიკი კი ის იყო, რომ სულ ბოლოს მთელმა დარბაზმა გამომხედა, თურმე, ტაბლოს ქვევით ვიჯექი... ასეთი იმედგაცრუება ცხოვრებაში არ მქონია, თუმცა ის ორი საათი კი ვიყავი გახარებული“.(ნინო ჩხეიძე) ნინო ჩხეიძის მუსიკალური კარიერა იწყება 2000-იანი წლების პირველ ნახევარში, როდესაც ჩაწერა მაცაცო სებისკვერაძის სიმღერა „ჩემი გული შენია", თუმცა ნამდვილი წარმატება მოუტანა ძველი სიმღერების ქალაქურ სტილში გადამღერებამ, ეს იყო გიორგი შავერზაშვილის "ჩემი გმირი გიწოდე" და მარეხი გოძიაშვილის და "ლილეს" "წაღვერი თბილისი". 2006 წელს გამოვიდა ნინო ჩხეიძის პირველი ალბომი, სადაც შესული იყო 12 ძველი ქალაქური სიმღერა. 2007 წელს გამოვიდა მეორე ალბომი „უშენოდ“, სწორედ სიმღერა „უშენოდ“-ზე გადაიღო ჩხეიძემ ვიდეო რგოლი, რომლის რეჟისორები იყვნენ ბესო სოლომონაშვილი და ზვიად ალხანაიძე. 2008 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი „ვიცი გიყვარვარ“ 2010 წელს გამოვიდა ალბომი „გამახარე“. 2010 წელს ნინო ჩხეიძე რადიო „აფხაზეთის ხმის“ მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. 2011 წელს გამოვიდა ალბომი „მიყვარხარ ცამდე“.მას შემდეგ კიდევ ჩაწერა რამდენიმე ალბომი, "მათ შორის ყველაფერი ხდება“.(2016) და ნინო ჩხეიძე(2017) 170 2-ს მოსწონს
|