x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
DEEP PURPLE-ს სოლისტის ყოფილი,უნიკალური სასახლე გაპარტახების პირასაა
imageფოტოზე:ასე გამოიყურებოდა უზარმაზარი სასახლე რამდენიმე წლის წინ.



ყოფილი სასტუმრო, რომელიც ოდესღაც იან გილანის სახლი იყო გაპარტახების პირასაა, იუწყება Daily mail-ი.




DEEP PURPLE-ს სოლისტმა სასახლე, რომელიც უოლინგფორდში მდებარეობს(ოქსფორდშირის საგრაფო)1973 წელს შეიძინა თავის მეგობარ ქალთან ზოი დინთან ერთად 443 000 ფუნტ სტერლინგად, ეზოში გილანმა გააკეთა გიტარის ფორმის აუზი.



ტიუდორების უზარმაზარი სასახლე იყო იმ დროსთის იყო ყველაზე მდიდრული იმ მხარეში.



1995 წელს სასახლე შეიძინა წყვილმა სვენია და პოლ ფრანაკლინმა, რომელიც სასტუმროდ გადააკეთეს, სადაც 32 ნომერი იყო განთავსებული.წყვილი 19 წლის განმავლობაში ამუშავებდა სასტუმრო The Springs-ს, თუმცა ოთხი წლის წინ მეპატრონეები იძულებულები გახდნენ დაეკეტათ სასტუმრო, დიდი ხარჯების გამო.

image

ქალაქის არქიტექტურის და სიძველეების მკვლევარმა უონერ ტეპერმა მოინახულა უნიკალური სასახლე:

"ყოველდღე არ გიწევს როკვარკვლავის ყოფილ სასახლეში ისეირნო, ეს მართალაც მაგარი შეგრძნებაა-აღნიშნავს უონერ ტეპერი-ძველებური ხის ავეჯი, ორნამენტებით გაწყობილი პანელები, მომწონს, რომ ეს იყო როკ-ვარსკვლავის სასახლე, შემდეგ კი სასტუმრო და სპა-ცენტრი გოლფის მოთამაშეთათვის."



სამწუხაროდ როკ-ვარსკვლავის ყოფილი სასახლე გაპარტახების პირასაა.

image

image

image

image

image

image

image

image

image

იან გილანი ითვლება როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად.უპირველესად ცნობილი, როგორც ჯგუფ Deep Purple-ს სოლისტი.აგრეთვე ჰყავდა საკუთარი ჯგუფი Ian Gillan band.ასევე ერთი წელი მღეროდა ჯგუფ Black Sabbath-ში. მანვე შეასრულა იესო ქრისტეს პარტია ენდრიუ ლოიდ უებერის ლეგენდარულ მიუზიკლში "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" (პირველ ორიგინალ აუდიოჩანაწერში).


თავისი კარიერის საუკეთესო(1969-1982) წლებში ის ფლობდა საკმაოდ ძლიერ და ფართო დიაპაზონის მქონე ხმას (E2 - C6), მას თავისფლად შეეძლო, ზედმეტი ძალდატანების გარეშე დაბალიდან მაღალ ტონალობაში დომინირება, ამასთანავე აგრესიული ჩახრინწული ხმიდან უცებ ნაზ და ლირიულ ხმაზე გადასვლა.1983 წლიდან მის უზადო ხმას პრობლემები შეექმნა, ამის შემდეგ მომღერალი ე.წ ცხვირისმიერი ვოკალით მღერის.

imageფოტოზე:იან გილანი 1976 წელს, პერიოდი როდესაც უოლინგფორდის სასახლეში ცხოვრობდა.




0
156
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0