x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყოველდღიური ნივთებისგან შთაგონებული არაჩვეულებრივი არქიტექტურა
image

ბრაზილიელი ფელიპე დე კასტრო სულით ხორცით არქიტექტორია და ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ყველა ნივთში, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით, სამომავლო პროექტების იდეებს ხედავს. მშვენიერი შენობა შეიძლება აშენდეს პანდემიის მთავარი მტრის ნიმუშის მიხედვით - ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის მიხედვით, დარწმუნებულია დე კასტრო.


image

33 წლის არქიტექტორი თავის ინსტაგრამის გვერდზე გვაცნობს ჩვეულებრივი ყოვედღიურ საგნებიდან შთაგონებულ არქიტექტურულ ესკიზებს.


image

დე კასტრო შთაგონებას თითქმის ყველაფრიდან იღებს, რაც მის გარშემოა - თუნდაც ჩვეულებრივი სენდვიჩით. ბრაზილიელის ფანტაზია უკიდურესად დახვეწილია, ის უბრალოდ არ "ამუშავებს" ნივთებს, თითოეული ჩანახატი პატარა ისტორიაა, ყველა მათგანი ერთად კი - წარმოუდგენელი არქიტექტურული ფანტაზიების მთელი სამყარო. ბრაზილიელი ცოტათი ჯადოქარს ჰგავს - მას შეუძლია ჩვეულებრივი კომპასი აეროპორტის ტერმინალად აქციოს, ძველი რადიოს მიმღები კი კინოთეატრის შენობად. საჭიროა მხოლოდ ქაღალდი, მარკერები და კარგი იდეა.

image

”ბავშვობაში ერთგვარი თამაში მქონდა - ჩვეულებრივი საგნების აღება და მათგან რაიმე კონსტრუქციების გაკეთება, ” - ამბობს დე კასტრო. ”მე უფრო ფართო მასშტაბით წარმომედგინა საგანი, მაგრამ ჩანახატები არასდროს გამიკეთებია”.


image

არქიტექტორის თქმით, მან უჩვეულო ნახატების შექმნა მხოლოდ 2018 წელს გადაწყვიტა. ” ჩემს მაგიდასთან ვიჯექი, ფანქრების ჩასადებ სადგამს ვუყურებდი და მოულოდნელად აშკარად დავინახე შენობა - პირველად სწორედ ის დავბეჭდე”, - იხსენებს ბრაზილიელი .


image

ის ამტკიცებს, რომ იდეები მარტივად და ბუნებრივად მოდის: დე კასტრო მუშაობს ორი სქემით: იგი ამჩნევს ობიექტს და დაუყოვნებლივ წარმოიდგენს, თუ როგორ შეიძლება მისი მასშტაბირება და როგორ შეიძლება მისი არქიტექტურული სტრუქტურად გადაქევაა, ან მუშაობს "შეკვეთით" - როდესაც ვინმე მას რაიმე ნივთის ფოტოს უგზავნის და ითხოვს მისგან პროექტის შექმნას.

image

”ამოცანა რთულდება, როდესაც უნდა შევქმნა ისეთი რამ, რაც ჩემ მიერ არ არის შერჩეული”, - აღნიშნავს არქიტექტორი. მის ესკიზებში თითქმის ყოველთვის არის გამოსახული ადამიანები, მცენარეები, სატრანსპორტო საშუალებები. ასე ცოცხლდება არქიტექტურული ნახაზი, განმარტავს დე კასტრო და ის ამას "შემოქმედებით ვარჯიშს" უწოდებს.

image

ბრაზილიელი აღნიშნავს, რომ ნახატების შექმნის ყველაზე რთული ეტაპია სტრუქტურული ნაწილების შემუშავება . ”საქმე იმაშია, რომ მსურს ისეთი კონსტრუქციის შექმნა, რომელის დადგმაც ნამდვილად შეიძლება. ვცდილობ არ გამიტაცოს ისეთმა არარეალურმა იდეებმა, რომლებიც ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს ”, - განმარტავს იგი.

image


დე კასტრო ესკიზებით არ ვაჭრობს - უნიკალური შენობები ქაღალდზე რჩება. ბრაზილიელი თანახმაა განახორციელოს თავისი პროექტები, მაგრამ ელოდება ინვესტორს, რომელიც მზად იქნება მის იდეებზე ფული დახარჯოს .ჯერჯერობით ინვესტორი არ ჩანს, მაგრამ არქიტექტორი წერს, რომ პერსპექტიული ნახაზის ელექტრონული ასლი 10 დოლარი ღირს.

image


image

image

image

image

image

0
78
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0